18/12/14 ოლიმპიური ნაკრები ბელარუსში მიემგზავრება
19 დეკემბრის დილას ბელარუსში მიემგზავრება ბიჭების ოლიმპიური ნაკრები – გუნდი, რომელიც ევროპის ახალგაზდრობის ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადება. ტურნირი 2015 წლის ივლისში გაიმართება თბილისში.
გამგზავრების წინ ნაკრებმა გარი თურქიასა და გიორგი ქობელაშვილის ხელმძღვანელობით მორიგი შეკრება გამართა გლდანის ცერცვაძის სახელობის აკადემიაში. გუნდში 14 ხელბურთელია ქვეყნის 5 კლუბიდან. დაგეგმილია რამდენიმე საწვრთნელი მატჩი, მათ შორის ბელარუსის ამავე ასაკის ნაკრებთან. ტურნე 23 დეკემბერს დასრულდება.
გამგზავრების წინ ჭაბუკებმა საწვრთნელი მატჩი გამართეს ქვეყნის ჩემპიონ სტუ-ს წინააღმდეგ და 29-36 წააგეს.
ამ დღეებში თამაშები ექნება ამავე ასაკის, 1998 წელს დაბადებულ საქართველოს გოგონათა ნაკრებს (მწვრთნელები როლანდ ერაძე და ელისო ჟურულიშვილი). მათ მეტოქე თბილისში ეწვევა – აზერბაიჯანის გოგონათა ნაკრები, ოღონდ 1996 წელს დაბადებულები. აზერბაიჯანელები 19 დეკემბერს იქნებიან თბილისში და რამდენიმე საწვრთნელ მატჩს გამართავენ გლდანის დარბაზში.
ოლიმპიური ნაკრები ბელარუსში. 19-23 დეკემბერი, 2014
მეკარეები: სანდრო ხანდოლიშვილი (ქარიშხალა), გიორგი ხარაიშვილი (იმედი)
უკანა ხაზი: გიგი ფერაძე, ირაკლი კბილაშვილი, ლუკა ბულბულაშვილი (ქარიშხალა), გიგა ზარნაძე (პეგასი), ზეზვა იობაშვილი (იმედი)
გარემარბები: ხაზეინ რუსტამოვი (იმედი), ლევან მამულაშვილი (ქარიშხალა), გიორგი მერკვილაძე (ქუთაისი), ზაალ ზაალიშვილი (შევარდენი)
პივოტები: ერეკლე არსენაშვილი (ქარიშხალა), ნოდარ მაისურაძე (პეგასი), გიორგი მიქავა (იმედი)
მთავარი მწვრთნელი გარი თურქია, მწვრთნელი გიორგი ქობელაშვილი