ორი მოულოდნელობა მეორე ტურში
პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ხელბურთში, მესამე დღეს ორი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა: ხორვატიამ წააგო ნორვეგიასთან, ხოლო ისლანდიამ – ბელარუსთან. მეორე მატჩები მოიგეს საფრანგეთმა და პოლონეთმა.
B ჯგუფში ოთხივე გუნდს 2-2 ქულა დაუგროვდა და ყველაფერი ბოლო ტურში, 19 იანვარს გადაწყდება. ბურთების სხვაობით წინ ხორვატიაა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს – ბელარუს-ნორვეგიისა და ხორვატია-ისლანდიის მატჩების გამარჯვებულები მეორე ეტაპზე გავლენ, ხოლო წაგებულებს შორის ის მოხვდება მთავარ რაუნდში, ვისაც პირადი შეხვედრა ექნება მოგებული. მეოთხე ადგილზე გასული გუნდი შინ გაემგზავრება.
ისლანდიამ და ბელარუსმა ფაქტიურად უდაცვოდ ითამაშეს.ისლანდია მე-40 წუთამდე წინ იყო, სანამ ბელარუსმა ზედიზედ 4 გოლი არ გაიტანა და გაათანაბრა – 24-24. ბოლოს ფრე 58-ე წუთზე იყო – 37-37. აქ ბელარუსმა ზედიზედ ორჯერ შეაგდო და საბოლოოდ 39-38 მოიგო, გამარჯვებაში კი მთავარი წილი დაიდეს ბარსელონას ვარსკვლავმა სიარჰეი რუტენკამ და გამთამაშებელმა ბარის პუხოვსკიმ.
დაახლოებით ასეთივე სცენარი იყო ხორვატია-ისლანდიის მატჩში. ხორვატია მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში იგებდა (7-3, მე-10 წუთი) და ნორვეგია პირველად მეორის დასაწყისში დაწინაურდა – 19-18. შტრლეკმა და ჩუპიჩმა დასრულებამდე 5 წუთით ადრე გაათანაბრეს (30-30), მაგრამ მომდევნო ორწუთნახევარში თამაშის ბედი გადაწყვიტა ქრისტიან ოსალივანისა და სანდერ საგოსენის ზედიზედ სამმა გოლმა. ნორვეგიამ 34-31 მოიგო.
A ჯგუფს 2-2 მოგებით ლიდერობენ საფრანგეთი და პოლონეთი. ისინი 20 იანვარს ერთმანეთთან მატჩში გაარკვევენ, ვინ გავა მეორე ეტაპზე 4 ქულით, ხოლო სერბეთი და მაკედონია მესამე საგზურისთვის და 2 ქულისთვის ითამაშებენ.
სერბეთი, რაც შეეძლო, გაუძალიანდა საფრანგეთს, მაგრამ ბოლოს მაინც 10 ბურთით წააგო – 26-36, ხოლო მაკედონია-პოლონეთი სრულიად თანაბარი ბრძოლა იყო.
მაკედონიამ, კირილ ლაზაროვის მეთაურობით, მოიგო ტაიმი, 13-11, მერე 3 ბურთითაც დაწინაურდა, თამაშის სამი მეოთხედის შემდეგ ფრე იყო (18-18), მაგრამ ლიევსკისა და მიხალ იურეცკის ზედიზედ სამი გოლის შემდეგ მასპინძლები დასრულებამდე ორწუთნახევრით ადრე თითქოს აბსოლუტურად უსაფრთხო მანძილზე დაშორდნენ მეტოქეს – 24-20.
გაიტანა პრიბაკმა, შემდეგ ლაზაროვმა – 22-24 და რჩება 80 წამი. ბურთი პოლონეთს აქვს და თითქოს თეორიული შანსიც არაა, რომ მათ მოგებას საფრთხე დაემუქროს. მაგრამ ბელეცკის პასი ჩაუჭრა მირკულოვსკიმ და გარღვევა მოაწყო – 23-24 და რჩება 45 წამი. ბოლო შეტევის დასაწყისშივე უკვე კრჟიშტოფ ლიევსკის მოსდის ტერნოვერი და დასრულებამდე 18 წამით ადრე მაკედონია ტაიმაუტს იღებს ბოლო შეტევის წინ. მეკარის ნაცვლად გამოდის მეშვიდე მოთამაშე, მაგრამ გუნდი ვერ ახერხებს ბურთის კარგად გათამაშებას, ლაზაროვი მხოლოდ სირენამდე 3 წამით ახერხებს დარტყმას, ისიც უხერხული პოზიციიდან, დარტყმა იბლოკება და ბოლო წამზე მანაშკოვი აცილებს კუთხიდან. პოლონეთი მოგებას ინარჩუნებს – 24-23.
ყველა მატჩის ცოცხალი რეპორტაჟის ნახვა, კარგი ხარისხითა და ინგლისური კომენტარით, შეიძლება ევროპის ხელბურთის ფედერაციის ტელევიზიით, ინტერნეტში: http://www.ehftv.com/int. მანდვე შეგიძლიათ ნახოთ ყველა მატჩის ჩანაწერი.
ხელბურთი. ევროპის მე-12 ჩემპიონატი. 15-31 იანვარი, 2016. პოლონეთი.
ჯგუფური ეტაპი. მთავარ რაუნდში ბრძოლას აგრძელებს 3-3 გუნდი
17 იანვარი. A ჯგუფი. კრაკოვი, ტაურონ არენა (15 000)
სერბეთი-საფრანგეთი 26-36
შეშუმი 7 – ნიოკა 8, აბალო 6, მაე 5
მაკედონია – პოლონეთი 23-24
ლაზაროვი 8, მირკულოვსკი 5 – სიპრჟაკი 6, მ. იურეცკი 5
15 იან. საფრანგეთი-მაკედონია 30-23, პოლონეთი-სერბეთი 29-28
საფრანგეთი 4 ქულა, პოლონეთი 4, მაკედონია 0 – სერბეთი 0
19 იან. 21:15 მაკედონია-სერბეთი, 23:30 საფრანგეთი-პოლონეთი
—
B ჯგუფი. კატოვიცე. სპოდეკ არენა (10 000)
ბელარუსი-ისლანდია 39-38
პუხოვსკი 11, რუტენკა 8 – პეტერსონი 6
ნორვეგია-ხორვატია 34-31
ბიორნსენი 7, ჰანსენი 6 – დუვნიაკი 8
15 იან. ხორვატია – ბელარუსი 27-21, ისლანდია-ნორვეგია 26-25
ხორვატია 2, ნორვეგია 2, ისლანდია 2 – ბელარუსი 2
19 იან. 21:15 ბელარუსი-ნორვეგია 23:30 ხორვატია-ისლანდია
—
C ჯგუფი. გდანსკი. ერგო არენა (11 000)
18 იანვარი
21:15 სლოვენია-ესპანეთი
http://www.ehftv.com/int/livestream/slovenia-spain
23:30 გერმანია-შვედეთი
http://www.ehftv.com/int/livestream/germany-sweden
16 იან. ესპანეთი-გერმანია 32-29, შვედეთი-სლოვენია 23-21
20 იან. 20:15 გერმანია-სლოვენია 23:00 ესპანეთი-შვედეთი
D ჯგუფი. ვროცლავი. სენტენიალ არენა (8 000)
21:00 რუსეთი-უნგრეთი
http://www.ehftv.com/int/livestream/russia-hungary
23:15 მონტენეგრო-დანია
http://www.ehftv.com/int/livestream/montenegro-denmark
16 იან. უნგრეთი-მონტენეგრო 32-27, დანია-რუსეთი 31-25
20 იან. 20:15 რუსეთი-მონტენეგრო 23:00 დანია-უნგრეთი
—
მეორე ჯგუფური ეტაპი
1 ჯგუფი, კრაკოვი (A1, A2, A3, B1, B2, B3) – 21, 23, 25, 27 იან
2 ჯგუფი, ვროცლავი (C1, C2, C3, D1, D2, D3) – 22, 24, 26, 27 იან
29 იანვარი. ნახევარფინალი. 21:30, 24:00 – კრაკოვი
19:00, 21:30. მატჩები 5-6 და 7-8 ადგილისთვის – ვროცლავი
31 იანვარი. 18:00 3-4 ადგილები, 20:30 ფინალი – კრაკოვი