EHF ჩემპიონატი თელავში: საქართველოს ნაკრები მზადაა

საქართველოს 18-წლამდელ ვაჟ ხელბურთელთა ნაკრებმა EHF ჩემპიონატისთვის (Men’s 18 EHF Championship) თბილისური შეკრება დაასრულა და დღეიდან დასკვნით სამზადისს ტურნირის მასპინძელ თელავში გაივლის.

18-წლამდელთა მთავარ მწვრთნელს, შოთა თევზაძეს, მზადების პროცესში ერთი კვირის განმავლობაში ესპანელი სპეციალისტები — პაბლო კამპოს სუნენი და ჩავიერ სალვადორ ჟაუმა ეხმარებოდნენ. ისინი პარალელურად თბილისის ოლიმპიურ სასახლეში „ბარსელონას“ კემპს ხელმძღვანელობდნენ, ასე რომ, ჩვენი გუნდი ქართველი გულშემატკივრის წინაშე ქართულ-ესპანური შტრიხებით წარდგება.

საქართველოს ნაკრების მეტოქეები ბელგია, ბულგარეთი, კვიპროსი, დიდი ბრიტანეთი და კოსოვო იქნებიან.

M18 EHF Championship II 2026 (თელავი, საქართველო)

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი (ჯგუფური ეტაპი):

  • 2 აგვისტო: საქართველო vs დიდი ბრიტანეთი
  • 3 აგვისტო: საქართველო vs ბულგარეთი
  • 5 აგვისტო: საქართველო vs კვიპროსი
  • 6 აგვისტო: საქართველო vs კოსოვო
  • 8 აგვისტო: საქართველო vs ბელგია

9 აგვისტოს გაიმართება ფინალური მატჩები საბოლოო ადგილების დასაკავებლად.

Leave a Reply