17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა თურქი თანატოლები დამაჯერებლად დაამარცხეს

თურქეთი – საქართველო 27:33 (13:18)

თურქულ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება წარმატებით დაიწყო. ჩვენმა გუნდმა ანკარაში, „იაშარ სევიმის“ სახელობის დარბაზში, თურქეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც გიორგი გვაზავა ხელმძღვანელობს, პირველივე წუთებიდან მეტოქე მდევრის როლში ამყოფა და პირველი ტაიმი 6-ბურთიანი სხვაობით მოიგო. „მომავლის გუნდმა“ წარმატებული სვლა მეორე ტაიმშიც გააგრძელა, უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა და, საბოლოოდ, მატჩი კომფორტული ანგარიშით გამარჯვებით დაასრულა.

ხვალ, 18 ივნისს, საქართველოს ნაკრები თურქ თანატოლებთან დამატებით ორ შეხვედრას ჩაატარებს.

Leave a Reply