16/10/14 ფინალში პეგასი და სამტრედია ითამაშებენ

საქართველოს თასის ფინალში, ხუთშაბათს, გლდანის ხელბურთის აკადემიაში, ითამაშებენ სამტრედია და პეგასი. თამაში 16:30 დაიწყება.

პირველ ნახევარფინალში პეგასმა მოულოდნელად იოლად დაამარცხა ჯგუფური ტურნირის გუნდი-სენსაცია, ქარიშხალა, რომელმაც პირველი გოლი მე-10 წუთზე გაიტანა, შვიდი გაშვებულის შემდეგ – 1:7.

ტიტე კალანდაძის გუნდს მეტი რესურსი აღმოაჩნდა – თითქმის ყველა ხელბურთელმა სრულფასოვნად ითამაშა, მწვრთნელი კი რაციონალურად ანაწილებდა ძალებს შეტევასა და დაცვაში. საუკეთესოდ ითამაშა მეკარე ცინცაძემ, დაცვაში – ქუთათელაძემ და სახვაძემ, შეტევაში – ცხვარაშვილმა, ბაძაღუამ, გაწერელიამ და დიხამინჯიამ. ქარიშხალადან მხოლოდ მეკარე ხანდოლიშვილის გამოყოფა შეიძლება. ჭაბუკთა გუნდს ძალა და გამოცდილება არ ეყო ზედიზედ მეოთხე თამაშის მოსაგებად.

პეგასი 13:4 იგებდა, ქარიშხალამ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე სამი სწრაფი შედეგიანი შეტევა განახორციელა, შესვენების შემდეგ კი 4 ბურთამდე დაიყვანა სხვაობა – 9:13, მაგრამ მეტი ვერ მოახერხა.

ქვეყნის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა სამტრედიამ პირველი ტაიმი დიდი სხვაობით, 21:12 მოუგო ვიცეჩემპიონ ბათუმს. მეორეში ბათუმელებმა დევნა წამოიწყეს. მთელი დატვითვით ამუშავდა ზურაბ სიმონია (12 გოლი), სამტრედიას დაუშავდა ჯერ წითელიშვილი და შემდეგ წივწივაძე. ბოლო იარაღად ბათუმმა პრესინგი იხმარა და ბოლო 10 წუთის განმავლობაში სხვაობა 3-4 ბურთი იყო, მაგრამ სამტრედიამ გამარჯვება შეინარჩუნა – 35:33.

ფინალისტები ჯგუფურ ტურნირში უკვე შეხვდნენ ერთმანეთს და სამტრედიამ 36:30 მოიგო. ისინი ფავორიტები იქნებიან ფინალშიც, თუმცა არ შეიძლება ითქვას, რომ პეგასს შანსი არ ექნება: სამტრედიას მოკლე სკამი აქვს, გუნდის ორმა ლიდერმა ნახევარფინალი ტრავმით ჩაამთავრა, თბილისელთა ახალგაზრდულ გუნდს კი შემართება და ენერგია არ აკლია.

ხელბურთი. საქართველოს თასი, 2014. კაცები

გლდანი, 16 ოქტომბერი

ნახევარფინალი, 1-4 ადგილები

ქარიშხალა-პეგასი 18:32

ქარ: ხანდოლიშვილი, დავითაშვილი – კბილაშვილი 7, არსენაშვილი 3, მამულაშვილი 3, ფერაძე 2, ზაალიშვილი 1, სხვიტარიძე 1, კორაშვილი 1, შევჩენკო, ტალახაძე

პეგ: ცინცაძე, დ. ნარსია – ცხვარაშვილი 8, დიხამინჯია 8, გაწერელია 6, ბაძაღუა 5, სახვაძე 2, ზარნაძე 2, ნ. მაისურაძე 1, კოხრეიძე, ქუთათელაძე, ლეჟავა, პეტრიაშვილი

სამტრედია-ბათუმი 35:33

სამ: სამყურაშვილი – ნიკურაძე 8, წივწივაძე 7, წითელიშვილი 6, თევზაძე 6, ხაჟომია 6, ზურაბიანი 2, ელგანდაშვილი, ბოცვაძე

ბათ: ცერცვაძე – სიმონია 12, აბრამიშვილი 9, სურმავა 4, გამზარდია 4, ჯორბენაძე 2, ი. ნარსია 1, ქარდავა 1, ქავთარაძე

5-8 ადგილები

გორი-რუსთავი 21:24

გორ: ვათიაშვილი, ოქროპირიძე – ტარუაშვილი 9, მჭედლიშვილი 5, გრიგოლ მამაცაშვილი 3, ახალბედაშვილი 2, მურადაშვილი 2, ტიელიძე, საათაშვილი, ბესტავაშვილი, ნიაზაშვილი, ყანჩაველი

რუს: ჯანგიძე, მამულაშვილი, ლორია – თაბაგარი 7, გიორგაძე 5, მენაბდიშვილი 3, მძელური 3, ჩუბინიძე 3, რ. შეყელაშვილი 2, ჩუთლაშვილი 1, მუმლაძე, ჭაბაშვილი, კახურაშვილი, ბ. შეყელაშვილი, მებურიშვილი

ფოთი-იმედი 32:37

იმ: ხარაიშვილი, მღებრიშვილი – რუსტამოვი 8, დანელიშვილი 7, ფურცელაძე 5, ზ. იობაშვილი 4, ბეჟანიშვილი 4, ბაინაზიშვილი 4, მიქავა 2, გოგუა 2, მელაშვილი 1, მერკვილაძე

ფოთ: სიორდია, ზარგინავა, ჭანტურია – მიქაძე 11, ჟვანია 8, ბიბილეიშვილი 5, ალანია 4, ბაჯალაძე 3, ნემსაია 1, დაგარგულია, გოგიშვილი, კუჭავა, სილაგაძე, ხუნჯუა, ფანცულაია

მსაჯები: ელენე არაბული, ინა ჭკუასელი

17 ოქტომბერი, ფინალი

12:00 7 ადგილისთვის: გორი – ფოთი

13:30 3 ადგილისთვის: რუსთავი – იმედი

15:00 3 ადგილისთვის: ქარიშხალა – ბათუმი

16:30 1 ადგილისთვის: პეგასი – სამტრედია

ფოტო: ალექსანდრე ცხვარაშვილი, პეგასი

Leave a Reply