16/03/15 ერთი ნაბიჯი მეოთხედფინალამდე
სახელბურთო ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალის პირველი მატჩები გაიმართა. ყველაზე საინტერესო მატჩში უნგრეთის პიკ სეგედმა სტუმრად დაამარცხა ბუნდესლიგის ერთ-ერთი ლიდერი, მანჰაიმის რაინ-ნეკარ ლიოვენი – 34-30.
უნგრელებმა ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავეს, რაც მეორე მატჩის შინ გამართვის უფლებას იძლეოდა, მაგრამ მათ სტუმრადაც არაფერი დაუთმეს ფავორიტ გერმანულ კლუბს, სადაც ირიცხებიან გრიოცკი და გენსჰაიმერი, შვედი ეკდალი, ისლანდიელი პეტერსონი, დანიელები ლანდინი და მენსა-ლარსენი, შვეიცარიელი შმიდი, ნორვეგიელი მირჰოლი, ესპანელი გვარდიოლა. სეგედს ამ რანგის ვარსკვლავები არ ჰყავს, მაგრამ თავიდანვე 4 ბურთით იგებდა. ტაიმის ბოლოს ლიოვენმა სხვაობა შეამცირა და შესვენების შემდეგ წინაც გავიდა, მაგრამ ისევ ამუშავდნენ სლოვენიელი გამთამაშებელი დეან ბომბაჩი, ესპანელები გარსია-პარონდო და გარსია-რობლედო, უნგრელები ჟოლტ ბალოგი, გაბორ ანჩინი და ფერენც ილიეში და ოთხბურთიანი სხვაობა აღდგა – 34-30, თუმცა, სეგედს შინაც მძიმე მატჩი ელის.
შარშანდელი ფინალის რიმეიკში ლიგის გამარჯვებულ ფლენზბურგს მინიმალური შანსი დარჩა ასევე ვარსკვლავებით გადაჭედილ კილთან – 21-30. შარშანდელი ოთხთა ფინალი გმირი შტეფენ ვაინჰოლდი უკვე კილშია და ორი ბურთი გაუტანა ყოფილ კლუბს.
ბარსელონამ სტუმრად საზარლად დაამარცხა ოლბორგი 31-11, ვესპრემმა ასევე პირველ მატჩში გადაჭრა მეოთხედფინალში გასვლის საკითხი, როცა 31-23 მოიგო ლოგრონიოში, პლოცკის ვისლამ შინ ბოლოში გატეხა სკოპიეს ვარდარი (32-26), პოლონეთის მეორე გუნდმა, კელცემ სტუმრად აჯობა მონპელიეს (29-25), ფრანგულ დერბიში პარი სენ ჟერმენმა სტუმრად მოუგო დიუნკერკს – 23-21, ხოლო ზაგრები წინაა კოლდინგთან – 22-17 პირველი მატჩის შემდეგ. საპასუხო შეხვედრები ამ შაბათ-კვირასაა.
ქალთა ტურნირზე მეოთხედფინალის ბოლო ორი საგზური მოიპოვეს ბაია მარემ და ვიბორგმა. რუმინელებმა შინ 32-22 დაამარცხეს დანიელები, მაგრამ ვიბორგიც გავიდა პლეიოფში, რადგანაც მეცი შინ დამარცხდა მოქმედ ჩემპიონ დიორთან.
ჩემპიონთა ლიგა 2014-15.
კაცები. მერვედფინალის პირველი მატჩები. 13-15 მარტი.
რაინ-ნეკარ ლიოვენი (გერ) – პიკ სეგედი (უნგ) 30-34
გენსჰაიმერი 8, ეკდალი, შმიდი 5 – რ. გარსია 9, ბომბაჩი 5
ლა რიოხა ლოგრონიო (ესპ) – ვესპრემი (უნგ) 23-31
ა. ფერნანდესი 6 – ილიჩი, სულიჩი 9
დიუნკერკი (საფ) – პსჟ (საფ) 21-23
კ. ნადი 6 – ჰანსენი 11
ვისლა პლოცკი (პოლ) – ვარდარი მკდ) 32-26
ნიკჩევიჩი 6, გიონეა 5 – დუიშებაევი 10, დიბიროვი 5
ზაგრები (ხორ) – კოლდინგი (დან) 22-17
სტეპანჩიჩი 7 – მაგნუს ლანდინი 6
ოლბორგი (დან) – ბარსელონა (ესპ) 11-31
საგოსენი 3 – ლაზაროვი 8
მონპელიე (საფ) – კელცე (პოლ) 25-29
კავტიჩნიკი 8, დ. სიმონეტი 6 – ბელეცკი 6, მ. იურეცკი 5, აგინაგალდე 4
ფლენზბურგი (გერ) – კილი (გერ) 21-30
ეგერტი 5 – ეკბერგი 7, ვუინი 7
საპასუხო მატჩები: 21-22 მარტს
—
ქალები. მეორე ჯგუფური ეტაპი
10 ტური, 14-15 მარტი
A ჯგუფი
ვარდარ სკოპიე (მკდ) – დინამო ვოლგოგრადი (რუს) 28-27
ტიურინგერი (გერ) – ლაიფციგი (გერ) 27-23
ბუდუჩნოსტი (მნტ) – კრიმი (სლნ) 39-20
ბუდუჩნოსტი 17, ვოლგოგრადი 11, ვარდარი 11, ტიურინგერი 11 / ლაიპციგი 6, კრიმი 2
B ჯგუფი
ლარვიკი (ნორ) – სავეჰოფი (შვდ) 25-17
მეცი (საფ) – დიორი ეტო (უნგ) 20-27
ბაია მარე (რუმ) – ვიბორგი (დან) 32-22
ლარვიკი 20, დიორი 16, ბაია მარე 8, ვიბორგი 7 / მეცი 6, სავეჰოფი 3
მეოთხედფინალი: 3-4, 10-12 აპრილი – ბუდუჩნოსტი – ვიბორგი, ლარვიკი – ტიურინგერი, ვოლგოგრადი – ბაია მარე, დიორი – ვარდარი
ფოტო: ლიოვენი-სეგედი 30-34