15/03/15 თურქეთთან პირველი თამაში წავაგეთ

თურქეთში ტურნეზე მყოფი საქართველოს გოგონათა ოლიმპიური ნაკრები პირველ ამხანაგურ მატჩში 17-27 დამარცხდა მასპინძელ თანატოლთა, ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებთან.

ორივე გუნდს 20-22 მარტს ევროპის ჩვიდმეტწლამდელთა ჩემპიონატის კვალიფიკაცია ელის. თურქები რუმინეთში ეთამაშებიან მასპინძლებსა და და ფინელებს, ხოლო ქართველები ქუთაისში მასპინძლობენ ნორვეგიას, ჰოლანდიასა და ლიტვას. შესაბამისად, ორი ფედერაცია შეთანხმდა, რომ ოფიციალური ტურნირის წინ სამ ამხანაგურ მატჩს გამართავდა ტრაბზონში.

საქართველოს ნაკრებს პრობლემები ჰქონდა – ბოლომდე არ მოურჩენია ტრავმა ორივე ძირითად მეკარეს, ხოლო ერთ-ერთი მთავარი ბომბარდირი, გადელია, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, რაც ასევე ტრავმით იყო გამოწვეული, პირველად თამაშობდა.

მეორე და მესამე მატჩები ტრაბზონში 16 და 17 მარტს გაიმართება. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრები წყალტუბოში დაბანაკდება, ხოლო 20 მარტს ქუთაისის სპორტის სასახლეში პირველი მატჩია ლიტვასთან.

15 მარტი, ტრაბზონი, ამხანაგური მატჩი

თურქეთი (გოგონები, 17) – საქართველო (17) 27-17 (16-7)

თურ: უზუნი, ოზთურქი, ოზქანი – მ. არსლანი 11, ბოზნოგანი 6, უიანი 5, ტეზქორქმაზი 1, ბინმიში 1, ჩეთინი 1, აქალინი 1, ე. არსლანი 1, შენსოზი, კალიონჯუოღლუ, ონდერი, დემირი, ალბაირაქი – მწვ. ოზქანი

საქ: ვარდიშვილი, ჯავახია, ყაველაშვილი – გაბისონია 5, ღვალაძე 4, ჩოხელი 3, გადელია 2, ვენეცკი 1, ყველაშვილი 1, ბერიძე 1, ქიტესაშვილი, ჩოგოვაძე, მიხელიძე, კუნელაშვილი, მორჩაძე, თეთრაშვილი

Leave a Reply