15/11/15 დასავლეთში წყალტუბო ლიდერობს
სენაკში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე ხელბურთში, უფროსი ასაკის, 2000-01 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის. 5 მოგებით წყალტუბო ლიდერობს.
მწვრთნელ ნოე გოგიძის გუნდმა დაამარცხა ბათუმის, სამტრედიის, ქუთაისისა და აჭარის გუნდები, ხოლო ტურის მთავარ მატჩში 40-38 დაამარცხა მთავარი კონკურენტი, ფოთის „ოქროს ვერძი“.
მეორე ადგილზეა ფოთი, მესამეზე – ბათუმი. აჭარამ, სამტრედიამ და ქუთაისმა თითო თამაში მოიგეს. დასავლეთის, აღმოსავლეთისა და თბილისის ლიგების გამარჯვებულებს ორწრიანი ტურნირები გამოავლენს, 2-2 საუკეთესო გუნდი კი გავა ფინალში და 2016 წელს საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. ბიჭები. 2000-01. დასავლეთი
სენაკი, პირველი ტური. 11-15 ნოემბერი
პირველი წრის შემდეგ
წყალტუბო 10 ქულა, ფოთი 8, ბათუმი 6, აჭარა 2, სამტრედია 2, ქუთაისი 2
—
ბათუმი – აჭარა 24-18, წყალტუბო – სამტრედია 40-35, ფოთი – ქუთაისი 41-15
აჭარა – წყალტუბო 15-30, ქუთაისი – ბათუმი 21-39, სამტრედია-ფოთი 28-50
ფოთი – აჭარა 32-16, ბათუმი – წყალტუბო 13-15, ქუთაისი – სამტრედია 22-33
წყალტუბო – ფოთი 40-38, ბათუმი – სამტრედია 21-20, აჭარა – ქუთაისი 25-31
წყალტუბო – ქუთაისი 29-22, სამტრედია – აჭარა 18-34, ფოთი – ბათუმი 33-26