15/09/14 ქართველთა კლუბის მეორე მოგება
რუმინეთის სახელბურთო ჩემპიონატზე მორიგი მატჩები გამართეს ქართველთა კლუბებმა.
შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას ოდორჰეიმ შინ 32:18 დაამარცხა ტარგუ ჟიუ, ხოლო რუსიამ 1 გოლი გაიტანა. ოდორჰეი, CSM ბუქარესთან ერთად ჯერჯერობით უდანაკარგოდაა – ორივე კლუბს 2-2 მოგება აქვს. 2-2 მოგება და თითო წაგება აქვთ შტიინცა ბაკეუს და ბაია მარეს.
ბაია მარემ შინ დაამარცხა ტიმიშოარას პოლიტექნიკა – 26:22, სტუმართა მოთამაშემ, ირაკლი ჩიქოვანმა კი 5 გოლი გაიტანა. ტიმიშოარას 3 მატჩში 1 მოგება აქვს.
ჯერჯერობით არ დაწყებული ჩემპიონატები თურქეთში (რატი მსხვილიძე, გიგა ტორონჯაძე – ტრაბზონი), სერბეთსა (სერგო დათუკაშვილი – ვოივოდინა) და მაკედონიაში, თუმცა, რევაზ ჭანტურიას კლუბმა, ზომიმაკ სტრუმიცამ ამ უქმეებზე ითამაშა. მაკედონიელებმა EHF თასის მეორე მატჩიც წააგეს პოლონურ გორნიკ ზაბრჟერსთან – ამჯერად შინ, 27:34 (პირველი – 25:36) და შეჯიბრებას გამოეთიშნენ. სტრუმიცას ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ამჯერადაც ქართველი გარემარბი, ჭანტურია იყო – 6 გოლი.
ამგვარად, ევროთასებს შემორჩა ქართველი ხელბურთელის ერთდერთი გუნდი – სერგო დათუკაშვილის ვოივოდინა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაში დამარცხების შემდეგ EHF თასზე გადაერთვება.
მესამე ევროტურნირზე, ჩელენჯ კაპზე, ნოემბერში, ფინურ რიიჰიმიაე კოქსთან ორჯერ ითმაშებს საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, სამტრედია.
ფოტო: ოდორჰეი – ტარგუ ჟიუ