15 მერვედფინალისტი ცნობილია

გერმანიაში, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ჯგუფური ტურნირის ბოლო დღეა, თუმცა გასათამაშებელი დარჩა მერვედფინალის მხოლოდ ერთი საგზური: C ჯგუფში მონტენეგროს, ბრაზილიასა და იაპონიას შორის ერთი ზედმეტი აღმოჩნდება. 

მონტენეგრო (4 ქულა) და ბრაზილია (3) ერთმანეთში თამაშობენ, ამიტომაც, იაპონია (3) ტუნისის დამარცხების შემთხვევაში მერვედფინალში გავა, პლეიოფის მიღმა კი აn 2013 წლის მსოფლიოს ჩემპიონი დარჩება, ან 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული.

მონტენეგროს დამარცხების შემდეგ  იაპონიამ მეოთხე ტურში კინაღამ მეორე სენსაციაც მოახდინა. დასრულებამდე 3 წუთით ადრე ოლიმპიური ჩემპიონი, რუსეთი წინ იყო, 29-26, თუმცა, აზიელებმა ორი ბურთი გაქვითეს და ბოლო შეტევაში გასათანაბრებლaდაც  წავიდნენ, შვიდნი ხუთი მეტოქის წინააღმდეგ, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწიეს. რუსემა 28-26 მოიგო.

მერვედფინალში გამსვლელი მატჩი იყო პოლონეთი-უნგრეთი. უნგრელთა ვეტერანებმა, ანიკო კოვაჩიჩმა და ანიტა გორბიცმა მეორე ტაიმის დასაწყისშივე გადრატეხეს მატჩი (18-12), პოლონეთმა კი ბოლოს მხოლოდ სხვაობა შეამცირა (28-31), შვედეთთან მოგების შემდეგ ზედიზედ მესამედ დამარცხდა და მერვედფინალში ვეღარ გავა, რადგანაც უნგრეთთთანაც და ჩეხეთთანაც პირადი წაგება აქვს. ამ ჯგუფში დღეს ნორვეგია და შვედეთი გაარკვევენ, ვინ გავა პირველ ადგილზე.

A ჯგუფში პირველობა გაინაღდა რუმინეთმა და დღეს ეთამაშება  საფრანგეთს, რომელსაც სულაც არ ხიბლავს მეოთხე ადგილზე დარჩენა და მერვედფინალში ნორვეგიასთან თამაშის პერსპექტივა. მეორე ადგილისთვის სლოვენია და ესპანეთი ითამაშებენ.

C ჯგუფში რუსეთი და დანია გაარკვევენ გამარჯვებულს, D ექვსეულში კი მერვედფინალში გასული ოთხეულიდან ყველას დარჩა პირველი ადგილის დაკავების შანსი. დღეს თამაშობენ გერმანია-ჰოლანდია და სერბეთი-კორეა.

ხელბურთი. ქალთა 23- მსოფლიო ჩემპიონატიგერმანია, 1-17 დეკემბერი, 2017

6-7 დეკემბერი, მეოთხე ტური. 4-4 გუნდი გადის მერვედფინალში

ჯგუფიტრირი: რუმინეთი 8, სლოვენია 6, ესპანეთი 5, საფრანგეთი 5 – ანგოლა 0, პარაგვაი 0

პარაგვაი-სლოვენია 22-28

ფიორე 8 – გროსი, სტანკო 6

რუმინეთი-ანგოლა 27-24

ნიაგუ 7 – კასანგა, გიალო 7  

ესპანეთი-საფრანგეთი 25-25

მარტინი, კაბრალი 6, ა. გონსალესი 5 – უეტი 5, ლანდრი, ზაადი 4

დეკ: რუმინეთი – პარაგვაი 29-17, საფრანგეთი – სლოვენია 23-24, ესპანეთი – ანგოლა 28-24

3 დეკ: სლოვენია-რუმინეთი 28-31, ანგოლა-საფრანგეთი 19-26, პარაგვაი-ესპანეთი 15-32

5 დეკ: სლოვენია-ანგოლა 32-25, საფრანგეთი-პარაგვაი 35-13, რუმინეთი-ესპანეთი 19-17

8 დეკ: ანგოლა-პარაგვაი, საფრანგეთი-რუმინეთი, ესპანეთი-სლოვენია

ჯგუფიბიტიგჰაიმი: ნორვეგია 8, შვედეთი 6, უნგრეთი 4, ჩეხეთი 4 – პოლონეთი 2, არგენტინა 0

პოლონეთი-უნგრეთი 28-31

კუდლაჩი 8, ახრუკი 6 – კოვაჩიჩი 8, გორბიცი, ბოდი 5

შვედეთი-არგენტინა 38-24      

ჰაგმანი 6

ჩეხეთი-ნორვეგია 16-34

იერაბკოვა 4 – მორკი 7 , ოფტედალი, კრისტიანსენი 6, კურტოვიჩი 4

დეკ: ჩეხეთი – არგენტინა 28-22, შვედეთი-პოლონეთი 30-33, ნორვეგია-უნგრეთი 30-22

3 დეკ: პოლონეთი-ჩეხეთი 25-29, უნგრეთი-შვედეთი 22-25, არგენტინა-ნორვეგია 21-36

5 დეკ: უნგრეთი-არგენტინა 33-15, შვედეთი-ჩეხეთი 36-32, ნორვეგია-პოლონეთი 35-20

8 დეკ: არგენტინა-პოლონეთი, ჩეხეთი-უნგრეთი, ნორვეგია-შვედეთი 

ჯგუფიოლდენბურგი: რუსეთი 8, დანია 6, მონტენეგრო 4, ბრაზილია 3 – იაპონია 3, ტუნისი 0

რუსეთი-იაპონია 29-28

დმიტრიევა, ვიახირევა, სამოხინა 5 – ი. სუნამი, იკეჰარა 6

ტუნისი-მონტენეგრო 23-29

შება, კუკი 5- რაიჩევიჩი 9, ბულატოვიჩი 7

ბრაზილია-დანია 20-22

ბელო 6 – ს. იორგენსენი 9, ჰაინდალი 6, ტოფტი 15/35

დეკ: რუსეთი – ტუნისი 36-16, ბრაზილია – იაპონია 28-28, დანია – მონტენეგრო 24-31

3 დეკ: ტუნისი – ბრაზილია 22-23, მონტენეგრო-რუსეთი 24-28, იაპონია-დანია 18-32

5 დეკ: მონტენეგრო-იაპონია 28-29, რუსეთი-ბრაზილია 24-16, დანია-ტუნისი 37-19

8 დეკ: იაპონია-ტუნისი, ბრაზილია-მონტენეგრო, დანია-რუსეთი

ჯგუფილაიპციგი: გერმანია 7, სერბეთი 6კორეა 6, ჰოლანდია 5 – კამერუნი 0, ჩინეთი 0

კამერუნი-კორეა 21-33

ჯემპუ 6 – ჩოი, ძო, იუ 5

სერბეთი-ჰოლანდია 27-27

დმიტროვიჩი 9, ჩოლიჩი 19/45 – აბინგჰი 7, ბროკი 6

გერმანია-ჩინეთი 24-9

ბიოლკი 4, კრამარჩიკი 9/15, ვოლფერინგი 10/13

დეკ: გერმანია – კამერუნი 28-15, დეკ: სერბეთი –  ჩინეთი 43-23, ჰოლანდია – კორეა 22-24

3 დეკ: კამერუნი – სერბეთი 21-34, ჩინეთი – ჰოლანდია 15-40, კორეა – გერმანია 18-23

5 დეკ: კორეა-ჩინეთი 31-19, ჰოლანდია-კამერუნი 29-22, გერმანია-სერბეთი 22-22

8 დეკ: ჩინეთი-კამერუნი, ჰოლანდია-გერმანია, სერბეთი-კორეა

მერვედფინალი: 10-11 დეკემბერს, მეოთხედფინალი: 12-13 დეკემბერს

ნახევარფინალები და ფინალი ჰამბურგში, 15 და 17 დეკემბერს
თამაშების ნახვა შეგიძლიათ აქ:

https://www.olympicchannel.com/de/events/handball-ihf-womens-world-championship-2017—germany/

Leave a Reply