13/11/15 ყვარელმა მოიგო და პირველ ადგილზეა
დასრულდა საქართველოს ქალთა ჩემპიონატის პირველი წრე. ბოლო დღეს, გლდანის ხელბურთის აკადემიაში ერთმანეთს ლიდერები შეხვდნენ – ყვარელმა 37-20 დაამარცხა თბილისის მამული და პირველ ადგილზეა.
ყვარელი 2015 წლის საქართველოს ჩემპიონია გოგონათა შორის, მამული – ვერცხლის პრიზიორი, მაგრამ ყვარლელებმა საკმაოდ იოლად მოიგეს. საბოლოოდ, ყველაფერი მას შემდეგ გადაწყდა, რაც პირველივე ტაიმში ტრავმის შემდეგ მოედანი დატოვა მამულის გამთამაშებელმა ანა ყველაშვილმა, თუმცა, ყვარელი იქამდეც იგებდა 4-5 ბურთით.
მესამე ადგილზეა პეგასი, რომელმაც დაამარცხა ფოთის ოქროს ვერძი – 20-15. საბოლოოდ, ქალთა ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული სამწრიანი ტურნირის შემდეგ გაირკვევა.
ხელბურთი. საქართველოს ქალთა ჩემპიონატი. პირველი წრე
გლდანი, 9-13 ნოემბერი
13 ნოემბერი
პეგასი – ფოთი 20-15
პეგ: ყაველაშვილი, ჩაჩუა – ჩოხელი 4, კახაია 3, სარაჯიშვილი 3, მაისურაძე 2, გაგნიძე 2, ჩხაიძე 2, ქებაძე 2, ბერიძე 1, ვენეცკი 1, ჩოგოვაძე, მორჩაძე, ჯიქურაშვილი – მწვ. ნ. წივწივაძე
ფოთ: ჯავახია, ახობაძე – ხურცილავა 5, სანაია 5, ბაირამიდი 2, დუდუჩავა 2, ბერაია 1, ჯგერენაია, სურგულაძე, გუჯაბიძე, ფაცურია, შინკარენკო, კუბლაშვილი, რიჟამაძე – მწვ. დ. გეფერიძე
მსაჯები: ა. მღებრიშვილი – გ. სურმავა
ყვარელი – მამული 37-20
ყვ: გუბელაძე – ქიტესაშვილი 10, კუნელაშვილი 9, თეთრაშვილი 7, ს. იორდანიშვილი 4, ფუღიაშვილი 3, კუპატაძე 3, მიხელიძე 1 – მწვ. ზ. ხარებაშვილი, გ. ღონიაშვილი
მამ: ვარდიშვილი, ს. გიორგაძე – ჯაღათაშვილი 8, ღვალაძე 7, ყველაშვილი 2, შახულოვი 2, თ. გიორგაძე 1, ჯავახიშვილი, იაშვილი – მწვ. ჯ. კასიანი
მსაჯები: ი. გოგოლაძე – ზ. ცინცაძე
დელეგატი: ე. არაბული
პირველი წრის შემდეგ: ყვარელი 8 ქულა, მამული 6, პეგასი 4, ფოთი 2, წყალტუბო 0