13 წლამდე ვაჟთა ჩემპიონატის გამარჯვებული წყალტუბო გახდა

29-31 მაისს, გლდანის ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიის სპორტდარბაზმა 2010-11 წ.წ.-ებში დაბადებულ ვაჟთა ფინალურ ეტაპს უმასპინძლა.

შეგახსენებთ რომ, ჩემპიონატი ორ ეტაპად გაიმართა. პირველ ეტაპზე აღმოსავლეთსა და დასავლეთში რეგიონალური პირველობა შედგა, სადაც 6-6 გუნდი ღებულობდა მონაწილეობას, ხოლო ფინალურ ეტაპზე 4-4 გუნდი მოხვდა.

ჩემპიონატის ბოლო ტური ძალიან დაძაბული გამოდგა. მესამე ადგილის თამაშში თბილისი 2-მა (ქარიშხალა) მძიმე ბრძოლაში, 20:18 დაამარცხა სამტრედია. ხოლო ფინალში ერთმანეთს თბილისი 3 (კორიდა) და წყალტუბო დაუპირისპირდა, რაც წყალტუბოს გუნდის (მწვრთნელები ნოე გოგიძე, გიორგი ხელაძე) გამარჯვებით 11:7 დასრულდა.

საბოლოო მდგომარეობა:

I ადგილი – წყალტუბო

II ადგილი – თბილისი 3

III ადგილი – თბილისი 2

თამაშების დასრულების შემდგომ გაიმართა დაჯილოდოების ცერემონიაც.

Leave a Reply