13 წლამდე გოგონათა ჩემპიონატის გამარჯვებული ფოთი გახდა

23-25 მაისს, გლდანის ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიის სპორტდარბაზმა 2010-11 წ.წ.-ებში დაბადებულ გოგონათა ფინალურ ეტაპს უმასპინძლა.

შეგახსენებთ რომ, ჩემპიონატი ორ ეტაპად გაიმართა. პირველ ეტაპზე აღმოსავლეთსა და დასავლეთში რეგიონალური პირველობა შედგა, სადაც 6-6 გუნდი ღებულობდა მონაწილეობას, ხოლო ფინალურ ეტაპზე 4-4 გუნდი მოხვდა.

ჩემპიონატის ბოლო ტური ძალიან დაძაბული გამოდგა. მესამე ადგილის თამაშში თბილისი 1-მა (მწვრთნელები – ნინო წივწივაძე, კირილე ცაავა) მძიმე ბრძოლაში, 16:11 დაამარცხა აჭარა. ხოლო ფინალში ერთმანეთს თბილისი 2 (მწვრთნელები – ინა ჭკუასელი, ქრისტინე ჯავახია, მარიამ ჩავჩიძე) და ფოთი დაუპირისპირდა, რაც ფოთის გუნდის (მწვრთნელი – დარეჯან გეფერიძე) დამაჯერებელი გამარჯვებით 8:17 დასრულდა.

საბოლოო მდგომარეობა:

ფოთი

თბილისი 2

თბილისი 1

თამაშების დასრულების შემდგომ გაიმართა დაჯილოდოების ცერემონიაც.

Leave a Reply