09/11/15 მეორე ეტაპის 9 მონაწილე ცნობილია
ქალთა სახელბურთო ჩემპიონთა ლიგაში 4 ტურის შემდეგ მეორე ჯგუფური ეტაპის 9 მონაწილე უკვე გამოვლინდა: უნგრეთის დიორი და ფერენცვაროში, რუსეთის როსტოვი, ნორვეგიის ლარვიკი, მონტენეგროს ბუდუჩნოსტი, მაკედონიის ვარდარი, შვედეთის სევეჰოფი, რუმინეთის ბუქარესტი და საფრანგეთის ფლური ლუარე.
მიზანთან ახლოა დანიის მიდტიულანდიც, თუმცა, პირველი ეტაპის დარჩენილი ორი ტურიც დაძაბული იქნება, რადგანაც მეორე ეტაპზე გასული გუნდები ერთმანეთში დაგროვილ ქულებსაც გაიყოლებენ.
მეოთხე ტურში პირველი ქულა დაკარგა მოქმედმა ჩემპიონმა, ბუდუჩნოსტმა, ვინც შინ ფრედ, 23-23 ეთამაშა CSM ბუქარესტს. შედეგად, ლიგაში ერთადერთი გუნდი დარჩა, ვისაც ქულები არ დაუკარგავს – რუსეთის როსტოვი.
ამ კვირაში ჩემპიონთა ლიგის ტურნირს კაცებიც განაგრძობენ, ხოლო ქალების პირველი ჯგუფური ეტაპი 2 კვირაში სრულდება.
ქალები. 4 ტურის მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/magazin-04
—
ჩემპიონთა ლიგა 2015-16. ქალები
ჯგუფური ეტაპის 4 ტური. 7-9 ნოემბერი
A ჯგუფი
როსტოვი (რუს, 8) – ბაია მარე (რუმ, 2) 27-26
მანაგაროვა 6 – პინო 10
ლარვიკი (ნორ, 6) – კრიმ მერკატორი (სლნ, 0 ქულა) 32-28
კურტოვიჩი 10 – ომორეგი 9
B ჯგუფი
ფერენცვაროში (უნგ, 7) – ტიურინგერი (გერ, 3) 32-28
პენია 5 – ლუზუმოვა 5
ფლური ლუარე (საფ, 5) – პოდრავკა (ხორ, 1) 19-17
ნიომბლა 5 – მილოშევიჩი 5
C ჯგუფი
დიორი (უნგ, 6) – ჰიპო ნიდეროსტერრაიხი (ავს, 0) 37-16
ლოკე, ტომორი 7- ტოტოვა 3
მიდტიულანდი (დან, 4) – ვარდარ სკოპიე (მკდ, 6) 15-25
ბურგარდი 3 – ლეკიჩი 5
D ჯგუფი
სევეჰოფი (შვდ, 4) – ლიუბლინი (პოლ, 0) 27-24
ერიქსონი 8 – ნეძვეძი 8
ბუდუჩნოსტი (მნტ, 7) – CSM ბუქარესტი (რუმ, 5) 23-23
ბულატოვიჩი 8 – გულდენი 7
მეოთხე ტური: 13-15 ნოემბერი
მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადის 3-3 გუნდი