08/05/15 ფრე ორი ნაკრების სპარინგ-მატჩში

ერთმანეთში მორიგი სპარინგ-მატჩი გამართეს საქართველოს ცხრამეტწლამდელთა და ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებებმა. დღევანდელი მატჩი არენას მეორე დარბაზში ფრედ, 27-27 დასრულდა.


ორივე ნაკრებს 2015 წელს განსხვავებული მიზნები აქვს და თავ-თავისი ტურნირებისთვის ემზადება, მაგრამ საბოლოო მიზანი ერთია – ეროვნული გუნდისთვის ცვლის მომზადება, ამისთვის კი ჯანსაღი კონკურენცია სასარგებლოა. სპარინგები ტრადიციად იქცა და ძალიან დაძაბულადაც მიმდინარეობს.

 

წინა მატჩი უმცროსებმა მოიგეს, დღეს კი ტიტე კალანდაძის გუნდი თავიდან 5-1 დაწინაურდა, თუმცა, შემდეგ ერთი მონაკვეთი 2-10 წააგო და პირველი ტაიმი ჩვიდმეტწლამდელებმა მოიგეს – 14-11.

 

გარი თურქიას ჭაბუკები უპირატესობას მეორე ტაიმის უმეტესი დროის განმავლობაში ინარჩუნებდნენ, მაგრამ ბოლოსკენ უფროსებმა რამდენჯერმე გაათანაბრეს ანგარიში, სულ ბოლოს დიხამინჯიამ წინაც გაიყვანა თავისიანები, მაგრამ საბოლოოდ ლევან მამულაშვილმა ძელიდან ასხლეტილი ბურთი იხელთა და ანგარიში გაათანაბრა 27-27.

 

ყველაზე სედეგიანები 10-10 გოლით იყვნენ ცხრამეტწლამდელთა უკანახაზელი ამირან აბჟანდაძე და ჩვიდმეტწლამდელთა პივოტი ერეკლე არსენაშვილი.

ხელბურთი. 8 მაისი, არენა 2. ამხანაგური მატჩი

 

საქართველო (19) – საქართველო (17) 27-27

 

(19): ცინცაძე, ნარსია – აბჟანდაძე 10, ცხვარაშვილი 6, დიხამინჯია 4, გოგოლაძე 2, კოხრეიძე 2. ხაჟომია 2, ზურაბიანი 1, ბაძაღუა, გიორგაძე, მაისაშვილი, (დემეტრაშვილი, ცხოვრებაძე, დოლმაზაშვილი) – მწვ. კალანდაძე, სახვაძე

 

(17): ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი – არსენაშვილი 10, ბულბულაშვილი 6, ფერაძე 3, ზარნაძე 3, რუსტამოვი 2, კბილაშვილი 1, მერკვილაძე 1, ლ. მამულაშვილი 1, იობაშვილი, ტიელიძე, გაწერელია (დ. მამულაშვილი, მიქავა) – მწვ. თურქია, ქობელაშვილი

მსაჯები: გვაზავა, ოსიყმაშვილი

ფოტო: ერეკლე არსენაშვილი, ჭაბუკთა ნაკრები (17)

 

Leave a Reply