08/02/15 მწვრთნელთა მორიგი სემინარი ცერცვაძის აკადემიაში
გლდანში, ჯემალ ცერცვაძის სახელბურთო აკადემიაში გაიმართა მორიგი სამწვრთნელო სემინარი, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველო ჩემპიონატში მონაწილე კლუბების, ასევე ბავშვთა და მოზარდთა გუნდების მწვრთნელები.
სემინარი ორი ნაწილისგან შედგებოდა და მას უძღვებოდნენ ხელბურთის საერთაშორისო ექსპერტები: თეორიულ ნაწილს – მერაბ მეტრეველი, ხოლო პრაქტიკულს – ჯემალ ბარამიძე. თემა ეხებოდა ხელბურთის თანამედროვე ტენდენციებსა და მოზარდთა მზადების მეთოდიკას.
სემინარი გაგრძელდება 27-28 თებერვალს ქუთაისში და 13-14 მარტს – ბათუმში და დაემთხვევა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ტურებს, შემდგომ რამდენიმე სესია ისევ თბილისში გაიმართება, ხოლო აგვისტოდან დაიწყება მწვრთნელთა ლიცენზირება.
ამ ყველაფერის საბოლოო მიზანია საქართველოს ხელბურთის ფედერაციის მიერთება ე.წ. რინკის კონვენციასთან, რომელშიც გაერთიანებულია თითქმის ყველა წამყვანი ევროპული ქვეყანა. კონვენცია ითვალისწინებს მწვრთნელთა სამდონიან სერტიფიცირებას – ბავშვთა, მოზარდთა და მოზრდილთა გუნდების დონეზე, ხოლო წევრი ქვეყნები აღიარებენ ერთმანეთის სერთიფიკატებს – ანუ კონვენციის წევრი ქვეყნის სერტიფიცირებულ მწვრთნელს შეუძლია მუშაობა კონვენციასთან მიერთებულ ნებისმიერ ქვეყანაში.
ფოტო: პრაქტიკულ მეცადინეობას ატარებს ჯემალ ბარამიძე
მერაბ მეტრეველი (მარცხნივ) თეორიულ მეცადინეობაზე