06/02/15 ქუთაისის ზედიზედ მეორე მოგება
ხელბურთის ეროვნულ ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე პრინციპული თამაში მოიგო ქუთაისის გუნდმა. წინა ჩემპიონატს ვერცხლის პრიზიორის, ბათუმის დამარცხების შემდეგ დღეს ქუთაისელებმა აჯობეს საქართველოს თასის მფლობელს, სამტრედიას – 32-31.
სამტრედიამ 20-18 მოიგო პირველი ნახევარი, მეტოქეს განსაკუთრებით სწრაფ შეტევაში აჯობა, ხოლო მეორის დასაწყისში 23-20 დაწინაურდა, თუმცა, ამის შემდეგ კრიზისი დაუდგა. სამტრედიელები ვერ გაუმკლავდნენ მეტოქის უკანახაზელთა სამეულს (ყაველაშვილი-კბილაშვილი-კვერნაძე), რომელმაც ჯამში 26 გოლი გაიტანა. დაცვაში კარგად იდგნენ ჩიხლაძე და უჩა მაისურაძე, ვინც მეორე ტაიმში მეტოქის რამდენიმე დარტყმა დაბლოკა. შედეგად, დასრულებამდე 7 წუთით ადრე ქუთაისი წინ იყო – 29-26, მაგრამ მომდევნო სამ შეტევაში სამტრედიამ ანგარიში გაათანაბრა – 29-29. გადამწყვეტი გამოდგა აკაკი ყაველაშვილის გოლი დასრულებამდე 2 წუთით ადრე, რის შემდეგაც ანგარიში აღარ შეცვლილა – 32-31 ქუთაისის სასარგებლოდ.
დღის დანარჩენ სამ მატჩში პეგასმა მოუგო იმედს (34-21), ბათუმმა – ფოთს (40-27), ხოლო ტექნიკურმა უნივერსიტეტმა – ქარიშხალას (33-29). მეორე ტაიმის დასაწყისში ქარიშხალას ჭაბუკები გიგი ფერაძისა (11 გოლი) და ლუკა ბულბულაშვილის (10) წყალობით ერთი ბურთით დაწინაურდნენ, მაგრამ მამია კობახიძემ (10) მაინც გარდატეხა თამაში.
შაბათს მთავარი მატჩია ბათუმი-სამტრედია, რომელიც ორის ნახევრზე დაიწყება. ძალიან საინტერესო უნდა იყოს პეგას-ქარიშხალას თამაშიც. გლდანში ხვალ ჩემპიონატის პირველი წრე სრულდება. ორწრიანი ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი საქართველოს 2015 წლის ჩემპიონს უკვე პლეიოფში გამოავლენს.
საქართველოს ჩემპიონატი. კაცები
გლდანი, 6 თებერვალი
ქუთაისი-სამტრედია 32-31
ქუთ: ანდრიაძე – ყაველაშვილი 11, კბილაშვილი 8, კვერნაძე 7, მათნაძე 3, უ. მაისურაძე 1, ჩიხლაძე 1, ჯუღელი 1, მერკვილაძე
სამ: სამყურაშვილი, ხონელიძე – წივწივაძე 6, გ. იობაშვილი 6, ხაჟომია 6, თევზაძე 5, ნიკურაძე 5, გ. კობახიძე 2, ზურაბიანი 1, ი. ნარსია
პეგასი-იმედი 34-21
პეგ: ცინცაძე – დიხამინჯია 10, ცხვარაშვილი 9, აბჟანდაძე 6, ბაძაღუა 4, ზარნაძე 2, კოხრეიძე 1, გიორგაძე 1, გაწერელია 1, ნ. მაისურაძე, პეტრიაშვილი
იმ: ხარაიშვილი, ლილუაშვილი, ლორია – რუსტამოვი 6, მიქავა 4, ბაზანოვი 3, ზ. იობაშვილი 2, ჰუსეინოვი 2, თურქაძე 1, მელაშვილი 1, ბაინაზიშვილი, ჩიკვილაძე, ზაალიშვილი, გოგუა, მღებრიშვილი, ფურცელაძე, ყორიაული
ფოთი-ბათუმი 27-40
ფოთ: ჭანტურია, ზარგინავა – ალანია 12, მიქაძე 4, ა. ხუნჯუა 3, ბიბილეიშვილი 3, ჟვანია 2, ბაჯალაძე 2, ბერაია 1, ზარქუა
ბათ: ცერცვაძე – გამზარდია 9, გოგალაძე 7, აბრამიშვილი 7, გრიშიკაშვილი 4, ქარდავა 3, ვინოგრადსკი 3, ამირანაშვილი 2, სურმავა 2, ჯორბენაძე 1, გოგიჩაიშვილი 1, ჭანტურია 1, ბერძენიშვილი, ქავთარაძე, ვარშანიძე
ქარიშხალა-სტუ 29-33
ქარ: ხანდოლიშვილი, დ. მამულაშვილი – გ. ფერაძე 11, ბულბულაშვილი 10, არსენაშვილი 3, ზ. ფერაძე 3, ლ. მამულაშვილი 2, ჭინჭარაძე, კორაშვილი, სხვიტარიძე
სტუ: ა. სამიტაშვილი, მღებრიშვილი – მ. კობახიძე 10, გვაზავა 8, გოგოლაძე 6, სტურუა 5, აბაშიძე 2, ჭელიძე 2, აბდულაევი, ბეჟანიშვილი
მსაჯები: ა. კომახიძე, ე. არაბული, ი. ჭკუასელი
——————თ—მ—ფ–წ——ბ—–ქ
სტუ————-6—6—0—0–209-170-12
ქუთაისი——–6—4—0—2–184-165–8
ბათუმი———6—4—0—2–187-164–8
სამტრედია—–6—3—1—2–209-179–7
პეგასი———–6—3—1—2–175-158–7
ქარიშხალა——6—2—0–4–183-198–4
ფოთი————6—0—1–5–179-225–1
იმედი———–6—0—1—5–136-203—1
7 თებერვალი
12:00 ქუთაისი-ფოთი
13:30 ბათუმი-სამტრედია
15:00 სტუ-იმედი
16:30 პეგასი-ქარიშხალა