05/12/13 ზუგდიდმა ორივე ლიდერი დაამარცხა

სენაკში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატში 1998-99 წლებში დაბადებულ ბიჭებს შორის, დღეს, ზუგდიდის გუნდმა ორი მცირე სენსაცია მოახდინა.

ზუგდიდელებმა ჯერ დაამარცხეს ლიდერი, ფოთი – 21:16, შემდეგ კი მეორე ადგილზე მყოფი სამტრედიაც – 24:21. შედეგად, ზუგდიდმა თითქმის გაინაღდა დასავლეთი ზონის მესამე პრიზიორობა და მეორე ეტაპზე გასვლაც. მესამე ადგილის თეორიული შანსი წყალტუბოსაც დარჩა, ხოლო ზუგდიდს მეორის დაკავებაც შეუძლია.

დასავლეთი ლიგის ჩემპიონის ვინაობა კი ხვალ გამოვლინდება. ფოთის გუნდი ისევ ლიდერობს, მაგრამ პირველობის შანსი დარჩა სამტრედიასაც. ამისათვის სამტრედიელებმა ჯერ წყალტუბო უნდა დაამარცხონ, შემდეგ კი, ტურის ბოლო მატჩში, ფოთის ძლევაც მართებთ 6-ბურთიანი სხვაობით, რადგანაც პირველ წრეში 16:21 წააგეს უშუალო კონკურენტთან.

10-14 დეკემბერს უკვე თბილისის ლიგის გუნდები გამართავენ მეორე წრეს, რის შემდეგაც საბოლოდ გამოვლინდება მეორე ეტაპის ყველა მონაწილე. 10 გუნდი 0 ქულიდან გააგრძელებს და ერთწრიან ტურნირში გაარკვევს ექვსეულს, რომელიც საქართველის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

საქართველოს ჩემპიონატი

ბიჭები, 1998-99 . დასავლეთი. მეორე წრე, სენაკი

5 დეკემბერი

ზუგდიდი – ფოთი 21:16

სამტრედია – ქუთაისი 21:17

ბათუმი – წყალტუბო 16:20

ზუგდიდი- სამტრედია 24:21

ქუთაისი – წყალტუბო 29:15

ფოთი – ბათუმი 31:19

მდგომარეობა

ფოთი 16 ქულა (9 თამაშიდან), სამტრედია 12 (8), ზუგდიდი 10 (8) / ქუთაისი 6 (9) / წყალტუბო 6 (8), ბათუმი 0 (8)

6 დეკემბერი

10:00 ბათუმი – ზუგდიდი

11:00 სამტრედია – წყალტუბო

12:00 ბათუმი – ქუთაისი

13:15 წყალტუბო – ზუგდიდი

14:30 სამტრედია – ფოთი

15:45 დასავლეთი ლიგის პრიზიორების დაჯილდოება

თბილისი. მეორე ტური – 10-14 დეკემბერს

ქარიშხალა 9 ქ, პეგასი 9, მამული 6 / იმედი 4 / შევარდენი 2, ქარელი 0

აღმოსავლეთი. საბოლოო

1. თელავი 16 ქ (+2) 2. გორი 16 (+1) 3. ყვარელი 16 (-3), / 4. რუსთავი 8 / 5. ახაშენი 2 6. ლაგოდეხი 2

მეორე ეტაპზე გადის 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო 4 ადგილი

Leave a Reply