03/10/14 თბილისის ლიგას სამი ლიდერი ჰყავს
გლდანში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის 1998-99 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის, თბილისისა და აღმოსავლეთის ზონებში. თბილისის ლიგას სამი ლიდერი ჰყავს – ქარიშხალა, პეგასი და იმედი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის ჩემპიონი, ქარიშხალა 31:34 დამარცხდა ვერცხლის პრიზიორ პეგასთან.
ტურის ბოლო თამაშს ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა. ქარიშხალას არ ჰყავდა წინა თამაშში დაშავებული ბულბულაშვილი, ხოლო პეგასს – ძირითადი მეკარე ზურაბიშვილი. მისმა შემცვლელმა მჭედლიძემ მარტო პირველ ტაიმში 15 ბურთი მოიგერია და თავისიანებს უპირატესობა შეუქმნა. პეგასი 4:0 დაწინაურდა, ქარიშხალამ მხოლოდ ერთხელ მოახერხა გათანაბრება (7:7) და ტაიმი 14:20 წააგო, მეორეში კი ორჯერ მოახერხა სხვაობის 2 ბურთამდე შემცირება. პეგასს საბოლოო ჯამში მოაგებინა უკეთესმა დაცვამ, ხოლო შეტევაში – ორივე ინსაიდის, ნაზღაიძისა და ცხოვრებაძის, ასევე გარემარბ გაწერელიას კარგმა თამაშმა.
ამგვარად, სამმა ლიდერმა ერთმანეთს თითო თამაში მოუგო, ხოლო ბურთების უკეთესი სხვაობით პირველ ადგილზე ქარიშხალაა. აღმოსავლეთის ლიგაში ლიდერობს გორი, ხოლო დასავლეთი (სამტრედია, ზუგდიდი, წყალტუბო, ქუთაისი, ბათუმი) პირველ წრეს 6 ოქტომბრიდან, სენაკში დაიწყებს.
საქართველოს ჩემპიონატი 2014-15
გლდანის ცერცვაძის სახელობის აკადემია, 3 ოქტომბერი
აღმოსავლეთის ლიგა
გორი – ლაგოდეხი 10:0
ლაგოდეხი არ გამოცხადდა
რუსთავი – ქარელი 36: 8
რუს: მამულაშვილი, ქამუშაძე – ჩუთლაშვილი 7, ლურსმანაშვილი 7, ბალუხაშვილი 6, ბუიშვილი 4, ეგაძე 3, სამხარაძე 2, კანდელაკი 1, ლ. ბაბუნაძე 1, შუშანაშვილი 1, ზედელაშვილი 1, ეძგვერაძე 1, გ. ბაბუნაძე 1, სალუქვაძე 1
ქარ: ნ. ლომიტაშვილი – ელბაქიძე 3, ქოთუაშვილი 2, ცერცვაძე 1, გოგიჩაშვილი 1, დანდლიაშვილი 1, კოშკაძე, ჭავჭავაძე, გ. ლომიტაშვილი, ნონაშვილი
პირველი წრის შემდეგ: გორი 8 ქულა, კახეთი 6, რუსთავი 4, ქარელი 2, ლაგოდეხი 0
თბილისის ლიგა
მამული – იმედი 20:38
იმ: ხარაიშვილი, ზარგინავა, როკაშვილი – მიქავა 9 , რუსტამოვი 7, ბერაია 6, გოგუა 4, საძაგლიშვილი 2, თურქაძე 2, მელაშვილი 2, ბაინაზიშვილი 2, იობაშვილი 2, მღებრიშვილი 2
მამ: დავითაშვილი – სხვიტარიძე 7, კორაშვილი 5, შევჩენკო 4, თოდუა 1, ტალახაძე 1, ფიჩხაია 1, ბიჭიაშვილი 1, წულიაშვილი, ნოზაძე, სამადაშვილი
ქარიშხალა – პეგასი 31:34
ქარ: ხანდოლიშვილი (9 მოგერიება), ფარესიშვილი (1) – ფერაძე 9, მამულაშვილი 6, კბილაშვილი 6, არსენაშვილი 5, ჯინჭარაძე 3, ბიბილეიშვილი 2, კვირკველია
პეგ: მჭედლიძე (22) – ნაზღაიძე 9, ცხოვრებაძე 9, გაწერელია 6, მაისურაძე 5, ზარნაძე 4, ბაჯალაძე 1, კაჭკაჭაშვილი
მსაჯები: გიორგი სამყურაშვილი, გია წივწივაძე
პირველი წრის შემდეგ: ქარიშხალა 6 ქულა (+5), პეგასი 6 (0) , იმედი 6 (-5), მამული 2, შევარდენი 0