01/12/15 ვესპრემმა პსჟ დაამარცხა
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში ლიდერი შეიცვალა: შარშანდელმა ფინალისტმა, უნგრეთის ვესპრემმა შინ 28-20 მოუგო პარი სენ ჟერმენს და 1 ქულით გაუსწრო.
უნგრეული კლუბი თავიდან ბოლომდე ლიდერობდა, საბოლოოდ კი მეტოქე მეორე ტაიმის დასაწყისში გატეხა სერბი ინსაიდის, მომირ ილიჩისა და ხორვატი პივოტის, რენატო სულიჩის ლიდერობით, პარიზელთა ბომბარდირმა მიქელ ჰანსენმა კი თავისი ერთადერთი გოლი თამაშის მიწურულს გაიტანა.
ვესპრემი პირველ ადგილზეა და ეს პირდაპირ მეოთხედფინალში თამაშის უფლებას იძლევა, თუმცა, ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე A და B ჯგუფებში კიდევ 5 ტურია დარჩენილი. ამ კვირაში მეათე ტურია, ხოლო შემდგომ თებერვლამდე შესვენება გამოცხადდება.
C და D ჯგუფებში კი, სადაც 6-6 გუნდია, ჯგუფური ტურნირი ამ კვირას დასრულდება. D ჯგუფში უკვე გაირკვა ორი გუნდი, ვინც მერვედფინალში გასასვლელ პლეიოფში გააგრძელებს ბრძოლას – უკრაინის ზაპოროჟიე და დანიის სკიერნი.
—
9 ტურის მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/rewind-episode-09
—
ჩემპიონთა ლიგა 2015-16. კაცები. ჯგუფური ეტაპის 9 ტური. 25-29 ნოემბერი
A ჯგუფი
ფლენზბურგი (გერ, 14) – ვისლა პლოცკი (პოლ, 7) 27-25
ლაუგე 11 – ჟიტნიკოვი 6, როჩა 5
ზაგრები (ხორ, 8) – ბეშიქთაში (თურ, 2) 32-26
ვუიჩი 9, ჰორვატი 6 – ჯუკიჩი 7
ვესპრემი (უნგ, 15 ქულა) – პსჟ (საფ, 14) 28-20
ილიჩი 10, სულიჩი 6, პალმარსონი 4 – ნარსისი 4
ცელიე (სლნ, 3) – კილი (გერ, 9) 23-23
ივიჩი, იანცი 4 – დამკე 5
B ჯგუფი
რაინ–ნეკარ ლიოვენი (გერ, 13) – კრისტიანსტადი (შვდ, 4) 29-20
შმიდი 11 – ტოლბრინგი 5
კელცე (პოლ, 12) – ვარდარ სკოპიე (მკდ, 10) 23-20
იურეცკი 5, ჩუპიჩი 4 – გორბოკი, მარშენიჩი 5
კოლდინგი (დან, 2) – ბარსელონა (ესპ, 15) 28-36
სპელერბერგი 7 – ჟალუზი 9, ლაზაროვი 7
მონპელიე (საფ, 5) – პიკ სეგედი (უნგ, 11) 29-29
დოლენეცი 8, გაიჩი 7 – ბომბაცი 9
A და B: გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში
C ჯგუფი
ჩეხოვსკიე მედვედი (რუს, 8) – პორტუ (პორ, 12) 30-29
ვოივოდინა (სრბ, 4) – ტატრან პრეშოვი (სლკ, 4) 24-25
ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ, 12) – მეშკოვ-ბრესტი (ბლრ, 14) 28-32
D ჯგუფი
მოტორ ზაპოროჟიე (უკრ, 14) – შაფჰაუზენი (შვც, 9) 31-23
ბაია მარე (რუმ, 9) – ელვერუმი (ნორ, 5) 24-29
მეტალურგ სკოპიე (მკდ, 4) – სკიერნი (დან, 13) 24-25
C და D: ორ-ორი საუკეთესო ჯვარედინად შეხვდება ერთმანეთს დამატებით რაუნდში და 2 გამარჯვებული გავა მერვედფინალში
10 ტური: 2-6 დეკემბერი