EHFChampionshipW17_GEO21_Landscape_RGB

01/09/14 ქვიშის ხელბურთი ბათუმობაზე


ბათუმში 2 სექტემბერს დასრულდება საქართველოს ჩემპიონატი ქვიშის ხელბურთში. ქალებში ჩემპიონი უკვე გამოვლინდა. ყვარლის გუნდმა ზედიზედ მეორე ეტაპი მოიგო და მეტოქეები უკან ჩამოიტოვა.

კაცებში, სამი ეტაპის ჯამში, პირველობა ასევე განაღდებული აქვს თბილისის ქორებს. მათ უკვე მოიგეს ორი ეტაპი, კუს ტბაზე და ურეკში, ხოლო 2 სექტემბერს უკვე ბათუმის თასისთვის ეთამაშებიან გორის გუნდს.

ტურნირი 31 აგვისტოს დაიწყო და სახალხო დღესასწაულის, ბათუმობის ფარგლებში იმართება ქალაქის მერიისა და აჭარის სპორტის სამსახურის ხელშეწყობით. საორგანიზაციო საკითხები კარგადაა მოგვარებული. ტურნირს აქვს შესაბამისი მუსიკალური გაფორმება, ყავს საკუთარი დიჯეი და არც მაყურებელი აკლია.

ქვიშის ხელბურთი, საქართველოს ჩემპიონატი.

მეორე ეტაპი. ბათუმის თასი 2014

ქალები. ყვარელი – ფოთი 2-0

საბოლოო ჩათვლა: ყვარელი – 60 ქულა, პეგასი, ფოთი 30, მამული 20, წყალტუბო 10

კაცები. 2 სექტემბერი, ფინალების დღე

16:00 5-6 ადგილები. ქუთაისი – ბათუმი 1

17:00 3-4 ადგილები. ყვარელი – ფოთი

18:00 1-2 ადგილები. ქორები – გორი

ორი ეტაპის ჯამი: ქორები 130, ლაგუნა-სალერი 110, ყვარელი 70, კულა-გორი 60, ბათუმი 40, პეგასი 30, ფოთი 30, რუსთავი 10, ქუთაისი 10

Leave a Reply