01/01/14 2 იანვარი: თურქეთი-საქართველო


 

2014 წელს უმნიშვნელოვანესი მატჩით იწყებს საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები. 2 იანვარს, ანკარის გარეუბან ჯანქაიაში თურქეთ-საქართველოს მატჩია. 5 იანვარს გუნდები უკვე თბილისის სპორტის სასახლეში ითამაშებენ.

ჯგუფიდან, სადაც ჯერჯერობით ლიტვის ნაკრები ლიდერობს, მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში მხოლოდ გამარჯვებული გადის. თურქეთს ორი მატჩი აქვს წაგებული და ბოლო შანსი აქვს, რათა თეორიული შანსი მაინც შეინარჩუნოს, საქართველოს ნაკრებს კი ანკარაში მოგება შანსებს ერთიორად გაუზრდის.

ეროვნული გუნდი ნაყოფიერად მოემზადა ოფიციალური მატჩებისთვის, გუნდმა ხუთდღიანი შეკრება გაიარა ისრაელში და ორი ამხანაგური თამაშიც გამართა იქაურ ნაკრებთან. სერბი მწვრთნელის, ჯორჯე რაშიჩის განკარგულებაში ყველა უძლიერესი ხელბურთელია და ტრავმებიც არავის აწუხებს. ორი მოთამაშე, სერგო დათუკაშვილი და რევაზ ჭანტურია გუნდს უშუალოდ თურქეთში შეუერთდა.

თურქეთის ნაკრებსაც ჰქონდა ორი ამხანაგური მატჩი ირანში. ორი წაგების შემდეგ გუნდის შემადგენლობაში სამი ახალი მოთამაშეა – კირდალი, ზამანი და ასიქოღლუ.

2 იანვარს 1 ჯგუფში მეორე, ასევე მნივნელოვანი თამაშია – ფინეთი ლიტვას მასპინძლობს, ხოლო თურქეთ-საქართველოს მატჩის ტელერეპორტაჟის ან სტრიმინგის შესახებ დამატებით გაცნობებთ.

2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია

ევროპა. მესამე ტური. 2 იანვარი.

1 ჯგუფი. ლიტვა 4 ქულა / საქართველო 2, ფინეთი 2, თურქეთი 0

ანკარა, ჯანქაია. 20:00

თურქეთი – საქართველო

მსაჯები: მილან ჰაიეკი, კარელ მაქო (ჩეხ) / დელეგატი: ანდრეი ანდრეევი (ბულ)

თურქეთი: 12. ტანერ გიუნაი 16. კოსკუნ გიოქთეფე – 2. რეჯეფ კირდალი 3. ალფერენ პეტკაში 4. ატილა ზამანი 5. ონურ ერსინი 9. ემრე იოზი 15. ერჯან ასიქოღლუ 17. ნიჰათ ჩელიქი 20. თოლგა იოჰბაზარი 22. ტუგბერკ ჯატკინი 24. ემრე ქესქინი 25. მიქაილ ილდირიმი 26. იუნუს იოზმუსული 29. ჯან ჩელები 53. რამაზან დიონე – მწვრთნელი ადნან ოზთურქი

საქართველო: 22. შოთა თევზაძე 16. გიგა ტორონჯაძე – 5. გიორგი გვაზავა 7. უჩა გამზარდია 8. ზურაბ აბრამიშვილი 9. სერგო დათუკაშვილი 10. ვლადიმერ რუსია 14. ირაკლი ჩიქოვანი 15. ოთარ ამირანაშვილი 17. თემურ ორჯონიკიძე 18. უჩა მაისურაძე 19. ზურაბ სიმონია 20. ლექსო წითელიშვილი 23. რევაზ ჭანტურია 24. რატი მსხვილიძე 77. აკაკი ტალახაძე – მწვრთნელი ჯორჯე რაშიჩი (სრბ)

ვანტაა. 21:00. ფინეთი – ლიტვა

2 ჯგუფი: რუმინეთი 4 / სლოვაკეთი 2, იტალია 2, კვიპროსი 0

20:00 რუმინეთი – კვიპროსი, 23:00 იტალია – სლოვაკეთი

3 ჯგუფი: უკრაინა 4 / შვეიცარია 2, სლოვენია 2, ლუქსემბურგი 0

19:30 უკრაინა – შვეიცარია, 22:30 ლუქსემბურგი სლოვენია

4 ჯგუფი: ჰოლანდია 2 / ისრაელი 2, საბერძნეთი 2, ბელგია 2

21:45 ისრაელი – საბერძნეთი, 23:10 ბელგია – ჰოლანდია

5 ჯგუფი: ლატვია 4 / ბოსნია 4, პორტუგალია 0 , ესტონეთი 0

20:00 ბოსნია – ლატვია, 22:00 ესტონეთი – პორტუგალია

 

პლეიოფში გადიან მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები

 

ზურაბ გენგიურის ფოტო

Leave a Reply