ჭაბუკთა ნაკრები მზადებას განაგრძობს

საქართველოს ჭაბუკ ხელბურთელთა ნაკრები განაგრძობს მზადებას ევროპის თვრამეტწლამდელთა ჩემპიონატისთვის, რომელიც 15-21 აგვისტოს გაიმართება თბილისის ახალ სპორტის სასახლეში. 

გუნდმა ქვეყნის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში  სპეციალური მომზადების სამდღიანი კურსი გაიარა და ორჯრად წვრთნაზე გადავიდა სპორტკომპლექს არენაში. ხელბურთელების აზრით, სამხედრო მომზადება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოვიდა საბრძოლო და გუნდური სულისკვეთების ასამაღლებლად.

სამხედრო შეკრების შემდეგ რაზმი 19 კაცამდე გაიცხრილა. მათგან ათს აქვს 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე თამაშის გამოცდილება. უშუალოდ შეჯიბრებისთვის შემადგენლობა 16 კაცამდე შემცირდება. 5-8 აგვისტოს დაგეგმილია გამგზავრება უკრაინაში, სადაც ნაკრებმა ორი საკონტროლო მატჩი უნდა ითამაშოს უკრაინელ და მოლდოველ თანატოლებთან.

თბილისში ჩვენი ნაკრების მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე იქნებიან რუმინეთი, ბოსნია და ლატვია, ორი გამარჯვებული გავა სახევარფინალში, სადაც შეხვდება მეორე ჯგუფის (მონტენეგრო, ბელარუსი, ბელგია, ბრიტანეთი)  2 საუკეთესოს. ფინალი 21 აგვისტოსაა – გამარჯვებული მიიღებს 2018 წლის ოცწლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 16 უძლიერეს გუნდს შორის თამაშის უფლებას.

ევრო 2016 თვრამეტწლამდელთა შორის 4 ტურნირად იმართება. 16 უძლიერესი ჩემპიონის ტიტულისთვის თამაშობს ხორვატიაში, ხოლო დანარჩენი 27 ქვეყანა წილისწრის შემდეგ გადანაწილდა საქართველოში, ლიტვასა და ბულგარეთში და სწორედ უძლიერესთა შორის მოსახვედრად იბრძოლებს.

საქართველოს ნაკრები, 18 წ, კაცები

GK: სანდრო ხანდოლიშვილი (1998, ქარიშხალა), გიორგი ხარაიშვილი (1998, იმედი), გიორგი ვათიაშვილი (1998, გორი)

LW: ხაზეინ რუსტამოვი (1998, ქუთაისი), გიორგი ხელაძე (2000, წყალტუბო)

LB: ზეზვა იობაშვილი (1998, იმედი თელავი), ზურაბ გოგავა (1998, პეგასი), გიორგი კაჭკაჭაშვილი (2000, პეგასი)

CB: გიგა ზარნაძე (1999, პეგასი), დავით ყორიაული (1998, იმედი თელავი), გიგა ბაინაზიშვილი (1998, იმედი), გიგი ფერაძე (1998, ქარიშხალა),

RB, RW: გიორგი ცხოვრებაძე (2001, პეგასი), გიორგი ტიელიძე (1998, გორი), ლუკა ბულბულაშვილი (1998, ქარიშხალა), დავით ნიაზაშვილი (2000, გორი)

P: გიორგი მიქავა (1998, იმედი), ერეკლე არსენაშვილი (1998, სტუ), გიორგი ლაპიაშვილი (2000, პეგასი)

მთავარი მწვრთნელი ანდრეი პორტნოი (1960, უკრ), მწვრთნელი ოლექსანდრ გურსკი (1966, უკრ), გუნდის უფროსი ვახტანგ მეიფარიანი (1970), ექიმი გურამ ადამია (1995)

ხელბურთი18 წ ევროპის ჩემპიონატი 2016, კაცები. 15-21 აგვისტო

თბილისი, ახალი სპორტის სასახლე

A ჯგუფი: რუმინეთი, ბოსნია, ლატვია, საქართველო

15 აგვისტო: ბოსნია-საქართველო, რუმინეთი-ლატვია

16 აგვისტო: ლატვია-ბოსნია, საქართველო-რუმინეთი

18 აგვისტო: რუმინეთი-ბოსნია,  ლატვია-საქართველო

B ჯგუფი: ბელარუსი, მონტენეგრო, ბელგია, ბრიტანეთი

15 აგვისტო: მონტენეგრო-ბრიტანეთი, ბელარუსი-ბელგია

16 აგვისტო: ბელგია-მონტენეგრო, ბრიტანეთი-ბელარუსი

18 აგვისტო: ბელარუსი-მონტენეგრო, ბელგია-ბრიტანეთი

20 აგვისტო – ნახევარფინალები, 21 აგვისტო – ფინალები

ლიტვაში

A: ესტონეთი, ჰოლანდია, იტალია, მოლდოვა

B: ავსტრია, ისრაელი, საბერძნეთი, ლიტვა

ბულგარეთში

A: უნგრეთი, მაკედონია, უკრაინა სომხეთი, კოსოვო, კვიპროსი

B: თურქეთი, ფინეთი, ბულგარეთი, ლუქსემბურგი, ფარერები

თითო გამარჯვებული მოიპოვებს 20-წლამდელთა ევრო 2018 საგზურს

ევრო 2016 18 წ, კაცები. ხორვატია, 11-21 აგვისტო

A: ესპანეთი, საფრანგეთი, ნორვეგია, შვეიცარია

B: დანია, სლოვენია, რუსეთი, სლოვაკეთი

C: შვედეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ისლანდია

D: გერმანია, სერბეთი, პორტუგალია, პოლონეთი

Leave a Reply