წილისყრა ასაკობრივი ნაკრებებისთვის

ვენაში, ევროპის ხელბურთის ფედერაციის ოფისში გაიმართა 2020 წლის ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების წილისყრა.  

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები (2002 წელს და გვიან დაბადებულები) 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ითამაშებს 17-23 აგვისტოს, მაკედონიაში და ჯგუფში მეტოქეებად ეყოლება შვეიცარია, უკრაინა და ბოსნია.

ახალგაზრდულ ნაკრებს (2000 წელს და გვიან დაბადებულები) ანალოგიური, 20-წლამდელთა ტურნირი აქვს 3-12 ივლისს, ლატვიაში. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი გუნდის მეტოქეები იქნებიან რუმინეთი, თურქეთი, ლატვია, ბრიტანეთი და ბელგია. ორივე ტურნირზე ნახვარფინალში პირველ ორ ადგილზე გასული გუნდები გადიან.

2016 და 2018 წლებში ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატს საქართველოს უმასპინძლა. ბოლო ასეთ ტურნირზე, 2018 წელს ჩვემა ნაკრებმა მეშვიდე ადგილი დაიკავა. სწორედ ამ გუნდს უწევს წლეულს ლატვიაში, ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თამაში.

ხელბურთი. ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატები, 2020

კაცები 20 წ. 3-12 ივლისს, ლატვიაში

A ჯგუფი: რუმინეთი, თურქეთი, საქართველო, ლატვია, ბრიტანეთი, ბელგია

B ჯგუფი: ბელარუსი, მაკედონია, ლუქსემბურგი, ბულგარეთი, კოსოვო

კაცები, 18 წ. 17-23 აგვისტოს, მაკედონიაში

A ჯგუფი: პოლონეთი, მაკედონია, ესტონეთი, საბერძნეთი

B ჯგუფი: შვეიცარია, უკრაინა, საქართველო, ბოსნია

Leave a Reply