ჩოხელი ამარცხებს ვარდარს  

მაკედონიის ქალთა ჩემპიონატში მედეა ჩოხელის გუნდმა კუმანოვომ 27-24 დაამარცხა სკოპიეს ვარდარი და 9 მატჩიდან 27 ქულით ლიდერობს. კუმანოვოში 6 გოლით საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი.

კუმანოვო-ვარდარი. ჩოხელის გოლები: https://www.facebook.com/GEONHF/videos/557363631691016

ვარდარს ახლო წარსულში ორჯერ უთამაშია ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ამ მატჩამდეც ლიდერთა სამეულის წევრი იყო კუმანოვოსთან და სკოპიეს მეტალურგთან ერთად, წაგების შემდეგ კი მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. 9 მატჩიდან 9 მოგება და 27 ქულა აქვს მეტალურგსაც. ლიდერთა მატჩი მომდევნო ტურში გაიმართება სკოპიეში, 16 ნოემბერს.

მედეა ჩოხელს, რომელიც ხაზის მოთამაშის პოზიციაზე თამაშობს, ჩემპიონატის 9 მატჩში 34 გოლი აქვს გატანილი, კუმანოვო ასევე თამაშობს ბალკანეთის რეგიონალურ ლიგაში, სადაც გუფურ ეტაპზე ორიდან ორი მოგება აქვს.

ხელბურთიმაკედონიაქალთა სუპერლიგა. 9 ტურის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 1, წაგება 0)

1.მეტალურგ სკოპიე 27, 2კუმანოვო 27,  3. ჩაირი 21, 4. ვარდარი 18 (8 თამაშიდან), 5. სტრუჟანკა 1, 6. დესპინა 15, 7. სპარტაკი 11, 8. პელისტერი 8 (8), 9. გევგელია 7 (8), 10. გორჩე პეტროვი 6, 11. ალუშოვსკი 4 (7), 12. ოვჩე პოლე 3, 13. კუზმან-ვარდარი 3

Leave a Reply