ჩემპიონმა ვერცხლის პრიზიორი დაამარცხა
საქართველოს გოგონათა ჩემპიონატზე ხელბურთში, ლიდერმა, ფოთის ოქროს ვერძმა დაამარცხა ყვარელი 23-13; შარშანდელმა ჩემპიონმა, აჭარამ 25-23 მოუგო ვერცხლის პრიზიორ ქარიშხალას; ფრედ ითამაშეს სამტრედიამ და პეგასმა, 17-17.
სამტრედია პირველ ტაიმში 6 ბურთითაც აგებდა პეგასთან, მაგრამ საბოლოოდ ანგარიშის გათანაბრება თბილისელებს მოუხდათ, 17-17. დღის მთავარი თამაში გაიმართა აჭარის გუნდსა და თბილისის ქარიშხალას შორის. აჭარელები 3 ბურთით იგებდნენ, როცა მესამე ორწუთიანი და წითელი ბარათი მიიღო მათმა გამთამაებელმა კომახიძემ. ქარიშხალამ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ დაბოლოება შარშანდელმა ჩემპონმა მაინც უკეთესად წარმართა – 25-23. დანარჩენი ორ მატჩი: სამტრედია – მამული 24-10, წყალტუბო – მამული 20-14.
შეჯიბრება სპორტკომპლექს არენაში გაგრძელდება 25, 26 და 27 მარტს. 7 აპრილს დასავლეთის გუნდები სენაკში ითამაშებენ, ჩემპიონატს კი 4-8 მაისს, თბილისში, დაასრულებს მესამე წრის საერთო, დასკვნითი ტური.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19, გოგონები, 17 წლამდე
აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთო ტური. 23-27 მარტი, არენა 2
24 მარტი
წყალტუბო – მამული 20-14
პეგასი – სამტრედია 17-17
ფოთი – ყვარელი 23-13
სამტრედია – მამული 24-10
ქარიშხალა – აჭარა 23-25
მსაჯები: თ. კევლიშვილი – ნ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი – გ. გველესიანი
24 მარ. | თ | მ | ფ | წ | გატ-გაშ | ქ | ||||||
ფოთი | 15 | 14 | 1 | 0 | 282-184 | 29 | ||||||
აჭარა | 16 | 14 | 0 | 2 | 355-228 | 28 | ||||||
ქარიშხალა | 16 | 11 | 1 | 4 | 400-326 | 23 | ||||||
სამტრედია | 17 | 9 | 2 | 6 | 288-245 | 20 | ||||||
ყვარელი | 16 | 8 | 2 | 6 | 298-272 | 18 | ||||||
პეგასი | 16 | 6 | 2 | 8 | 302-289 | 14 | ||||||
ბათუმი | 15 | 3 | 1 | 11 | 182-262 | 7 | ||||||
წყალტუბო | 16 | 2 | 1 | 13 | 191-326 | 5 | ||||||
მამული | 17 | 0 | 0 | 17 | 262-428 | 0 |
25 მარტი
13:00 აჭარა – ყვარელი
14:00 პეგასი – წყალტუბო
15:00 ქარიშხალა – ფოთი
16:00 წყალტუბო – ყვარელი
17:00 მამული – ბათუმი
დასავლეთის ტური. 7 აპრილი სენაკი
საერთო ტური. 4-8 მაისი, თბილისი