ჩემპიონის პირველი დანაგარგი
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ქულა დაკარგა ბოლო წლების უცვლელმა ფავორიტმა, უნგრეთის დიორმა, რომელმაც ფრედ, 32-32 ითამაშა მეორე უნგრულ კლუბთან, ფერენცვაროშთან. 6 თებერვალს კაცების ტურნირიც განახლდება.
ტურის მიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/magazine-episode-8/1452152
ორი უნგრული კლუბი ქვეყნის ჩემპიონობისთვისაც იბრძვის და იქ დიორი 2 ქულითაა წინ, ხოლო ლიგის მეშვიდე მატჩში პირველად ვერ მოიგო და ფერენცვაროშთან თამაში ბოლო წუთზე გადაარჩინა. ფრედ დასრულდა დანიური დერბიც, კოპენჰაგენსა და ოდენსეს შორის (24-24), ხოლო ფრანგული გუნდების მატჩში მეცმა 32-21 დაამარცხა ბრესტ ბრეტონი.
ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე 4 ტურია. A ჯგუფში დაწინაურდნენ მეცი, როსტოვი და ბუდუჩნოსტი, მეოთხედფინალის ბოლო საგზურისთვის კი ორი დანიური კლუბი და ბრესტ-ბრეტონი იბრძოლებენ. B ჯგუფში პირველ სამეულში დიორი, კრისტიანსანდი და ბუკურეშტი არიან, მეოთხე საგზურისთვის ბრძოლაში ფერენცვაროში უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე კრიმ-მერკატორი და ტიურინგერი.
6 თებერვალს კაცების ჩემპიონთა ლიგა რიან-ნეკარისა და ვარდარის თამაშით იხსნება. ჯგუფური ეტაპის ბოლომდე აქაც 4 ტური დარჩა.
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2018-19, ქალები
მეორე ჯგუფური ეტაპი. მე-6 ტური, 2-4 თებერვალი
A ჯგუფი: მეცი 9, როსტოვი 9, ბუდუჩნოსტი 8, კობენჰავნი 4 – ოდენსე 4, ბრესტ-ბრეტონი 2
როსტოვი (რუს) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 24-22
სენი 8, ბორშჩენკო 6 – რაიჩევიჩი 7
ბრესტ-ბრეტონი (საფ) – მეცი (საფ) 21-32
პინო 7, გროსი 5 – ზაადი 7, მობონი 5
კობენჰავნი (დან) – ოდენსე (დან) 24-24
დულფერი 4 – კინდბიოლი 7
B ჯგუფი: დიორი 11, კრისტიანსანდი 8, ბუკურეშტი 8, ფერენცვაროში 5 – კრიმი 3, ტიურინგერი 1
CSM ბუკურეშტი (რუმ) – კრიმ მერკატორი (სლნ) 32-26
რადიჩევიჩი 10, ლეკიჩი 6, ცვიიჩი, ომორეგი 5 – ცაკალუ 7
ფერენცვაროში (უნგ) -დიორი (უნგ) 32-32
კლუიბერი 7, ჰაფრა 6 – ხროტი 8, ოფტედალი, ვ. კრისტიანსენი, ჰანსენი 5
კრისტიანსანდი (ნორ) – ტიურინგერი (გერ) 31-24
ჟ. კრისტიანსენი 10 – ლუზუმოვა, შმელცერი 6
მე-7 ტური: 9-10 თებერვალი
მეოთხედფინალში გადის 4-4 საუკეთესო