ჩემპიონთა ლიგა თებერვლამდე დაისვენებს
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში თებერვლამდე არდადაგებია. A და B ჯგუფებში ლიდერობენ მაკედონიის ვარდარი და საფრანგეთის პსჟ, ხოლო C და D ჯგუფებში ასპარეზობა დასრულდა. მომდევნო ეტაპზე გავიდნენ მონპელიე, ზაპოროჟიე, სკიერნი და ლეონი.
10 ტური. მიმოხილვა.http://www.ehftv.com/int/video/2017-12-03-rewind-episode-10
ბოლო, 10 ტურში უნდა გარკვეულიყო C ჯგუფის ორი გამარჯვებული. სლოვენიის ველენიეს ქულა მაინც სჭირდებოდა დანიაში, მაგრამ სკიერნთან 20-35 დამარცხდა და პირველი ადგილი დაუთმო. ველენიეს 12 ქულა დარჩა და დამოკიდებული იყო ნორვეგიის ელვერუმისა და ესპანეთის ადემარ დე ლეონის მატჩის შედეგზე. ორივე გუნდი 10-10 ქულით იყო, მაგრამ ელვერუმს პლეიოფში გასვლის შანსი არ შერჩენოდა, რადგანაც უარყოფითი პირადი ბალანსი ჰქონდა სლოვენიელებთან. შესაბამისად, ლეონს მეტი მოტივაცია აღმოაჩნდა, სტუმრად 30-25 მოიგო, ველენიეს ქულებით დაეწია და ურთიერთშეხვედრებით აჯობა – (22-23, 28-24). ახლა, ვიდრე A და B ჯგუფებშიდარჩენილი 4 ტური გაიმართება, მონპელიე-ლეონი და სკიერნი-მოტორ ზაპოროჟიე ორმატჩიან პლეიოფს ითამაშებენ მერვედფინალში გასასვლელად.
A და B ჯგუფებში 7 გუნდს უკვე განაღდებული აქვს მერვედფინალში გასვლა. გერმანიის ჩემპიონი რაინ ნეკარი მოულოდნელად ზაგრებში დამარცხდა, 26-30, ხოლო ბარსელონამ ნანტთან წააგო, 25-29.
ტურნირი განახლდება თებერვალში, 12 იანვრიდან კი ხორვატიაში ევროპის ჩემპიონატია.
ხელბურთი. ჩემპიონთალიგა 2017-18. კაცები, ჯგუფურიეტაპი
10ტური, 28 ნოემბერი – 2 დეკემბერი
A ჯგუფი: ვარდარი 18 –ნანტი15, ბარსელონა 12, რაინ–ნეკარი 12, სეგედი 9, კრისტიანსტადი 6 –ზაგრები 4, ვისლა 4
ზაგრები (ხორ) – რაინ–ნეკარ ლიოვენი (გერ) 30-26
ჰორვატი 8, ბიჩანიჩი 5 – სიგურდსონი 9
სეგედი (უნგ) – ვისლა პლოცკი (პოლ) 24-25
ბალოგი 6, ბოდო 5 – დე ტოლედო 7
ვარდარი (მკდ) – კრისტიანსტადი (შვდ) 31-15
ნანტი (საფ) – ბარსელონა (ესპ) 29-25
ბალაგერი 5 – მემი 7
—
B ჯგუფი: პსჟ 18 –ფლენზბურგი 14, ვესპრემი 13, კილი 11, კელცე8, მეშკოვბრესტი 7 –ცელიე 5, ოლბორგი 4
ფლენზბურგი (გერ) – კილი (გერ) 30-33
ვანე 7, გლანდორფი 6 – დისინგერი 7, ლ. ნილსონი 6
პარი სენ–ჟერმენი (საფ) – ოლბორგი (დან) 31-28
გენსჰაიმერი 10, ნ. კარაბატიჩი 6 – ინსენი 9, იულ-ლასენი 7
ვესპრემი (უნგ) – კელცე (პოლ) 31-26
ა. ნილსონი 8 – იურეცკი 9
მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) – ცელიე (სლნ) 29-24
AB: გამარჯვებულები გადიან მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში. ტურნირი განახლდება თებერვალში
—
C ჯგუფი: სკიერნი 16, ლეონი 12 (22-23, 28-24) – ველენიე12 –ელვერუმი10, შაფჰაუზენი8, დინამობუკურეშტი 2
შაფჰაუზენი (შვც) – დინამობუკურეშტი (რუმ) 27-25
სკიერნი (დან) – ველენიე (სლნ) 35-20
ელვერუმი (ნორ) – ლეონი (ესპ) 25-30
D ჯგუფი: მონპელიე 16, მოტორი15 –ბეშიქთაში 11, სპორტინგი 8, მეტალურგი 5, ჩეხოვსკიე მედვედი 3
სპორტინგი (პორ) – მეტალურგსკოპიე (მკდ) 31-27
მოტორზაპოროჟიე (უკრ) – მონპელიე (საფ) 31-30
ბეშიქთაში (თურ) – ჩეხოვსკიემედვედი (რუს) 33-29
პლეიოფი მერვედფინალში გასასვლელად: ლეონი-მონპელიე, მოტორი-სკიერნი: 21-25.02-28.02-04.03