ჩემპიონატში ახალი თაობა ჩაერთო
საქართველოს ჩემპიონატი ხელბურთში დაიწყეს ყველაზე პატარებმა – უმცროსი ასაკის, 2006-07 წლებში დაბადებულ გოგონათა ტურნირი ზუგდიდსა და თბილისში ცამეტმა გუნდმა დაიწყო.
გოგონები სულ 12-13 წლისანი არიან და ეს მათი პირველი შეჯიბრებაა. ისინი 10-10 წუთიან ტაიმებს თამაშობენ. ჯერჯერობით 2-2 თამაში მოიგეს ტყიბულისა და თელავის გუნდებმა, თითო მოგებით არიან ქარიშხალა, გორი, ფოთი, ზუგდიდი და წყალტუბო.
მომდევნო მატჩები 16 და 17 ნოემბერს გაიმართება.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20
გოგონები, 2006-07
3 ნოემბერი, გლდანი
პეგასი – თელავი 4-18
მამული – ქარიშხალა 1-14
გორი – 53 სკოლა 11-3
ქარიშხალა – თელავი 4-18
მსაჯები: მ. ცინცაძე – ქ. ცინცაძე,
ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი,
2 ნოემბერი, ზუგდიდის სპორტის სასახლე
აჭარა – ტყიბული 5-11
წყალტუბო – ფოთი 4-10
სამტრედია – ზუგდიდი 2-6
წყალტუბო – ქუთაისი 16-1
სამტრედია – ტყიბული 0-13
მსაჯები: ი. ჭკუასელი, შ. სტურუა, თ. ბჟალავა
გაგრძელდება 16-17 ნოემბერს