ჩემპიონატს ისევ ორი ლიდერი ჰყავს
ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას 20-20 ქულით ლიდერობენ ქვეყნის ჩემპიონი, ბათუმის შავი ზღვის ბიჭები და ქუთაისი. ბათუმმა დღეს 36-34 დაამარცხა გორი, ქუთაისმა მოუგო პეგასს – 46-40. ლიდერებს ქულით ჩამორჩება სტუ-ქარიშხალა, რომელმაც დაამარცხა წყალტუბო (48-27). ფინალური ოთხეულის მეოთხე საგზურისთვის იბრძვიან თელავის იმედი და პეგასი. იმედმა მოუგო სამტრედიას, 29-24.
ბათუმი თავიდანვე დაწინაურდა გორთან, ტაიმი 21-13 მოიგო და მეორეშიც თითქოს კომფორტულად იყო წინ, მაგრამ მეკარე ვათიაშვილის წყალობით გორმა სხვაობის შემცირება იწყო და ბოლო 15 წუთი თამაში 2-3 ბურთიან ინტერვალში იყო. ბოლოს გორელთა მწვრთნელმა მამაცაშვილმა პერსონალურ დაცვასაც მიმართა, მაგრამ 2 ბურთზე ქვემოთ სხვაობა აღარ დასულა – „შავი ზღვის ბიჭებმა“ 36-34 მოიგო და პირველ ადგილზე დარჩა.
სამტრედიამ საკმაო წინააღმდეგობა გაუწია იმედს და მხოლოდ 5 ბურთით დამარცხდა. თელაველებმა 13 ქულა დააგროვეს და გაუსწორდნენ პეგასს, რომელსაც პრინციპული თამაში ჰქონდა ქუთაისთან.
თბილისელებს აკლდათ გამთამაშებელი ნიკოლოზ კალანდაძე, ხოლო გიორგი ცხოვრებაძე თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში პერსონალურად იყო აყვანილი, რამაც პეგასის შემტევი პოტენციალი საგრძნობლად შეამცირა. ისინი თავიდან 9-6 ლიდერობდნენ, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოსკენ ქუთაისმა გარდატეხა თამაში, მატჩს ნახევარი 21-17 მოიგო და მეორეში უპირატესობა შეინარჩუნა, 46-40. გამარჯვებულთაგან გამოირჩეოდნენ მეკარე ტორონჯაძე, გამთამაშებელი გამზარდია და მარჯვენა გარემარბი მერკვილაძე.
15 მარტის მთავარი მატჩია პეგასი-ბათუმი. ის 16:45 საათზე დაიწყება. თამაშების ცოცხლად ხილვა შეგიძლიათ ხელბურთის ფედერაციის ფეისბუკზე: https://www.facebook.com/GEONHF
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღლესი ლიგა
12 ტური. არენა 2, 14 მარტი
BSB ბათუმი – გორი 36-34
ბათ: ანდრიაძე, სამყურაშვილი – აბრამიშვილი 9, გრიშიკაშვილი 7, გ. კობახიძე 6, გოგოლაძე 6, სურმავა 4, გოგალაძე 3, ქარდავა 1, ყაველაშვილი, წივწივაძე
გორ: ვათიაშვილი – გაგლოშვილი 8, ახალბედაშვილი 6, ტიელიძე 6, ზუბიაშვილი 5, ტარუაშვილი 3, დალაქიშვილი 3, ტ. მჭედლიშვილი 2, მურადაშვილი 1, ნიაზაშვილი
სამტრედია – იმედი თელავი 24-29
სამ: შველიძე – ხაჟომია 12, თევზაძე 4, ნიკურაძე 3, ძნელაძე 2, სხვიტარიძე 1, ზურაბიანი 1, დემეტრაშვილი 1, ცხვარაძე
იმ: ცინცაძე, ხარაიშვილი – ბაჯალაძე 8, იობაშვილი 7, ბაინაზიშვილი 5, გოგუა 4, მიქავა 2, ყორიაული 2, აბჟანდაძე 1, კორსანტია
სტუ-ქარიშხალა – წყალტუბო 48-27
სტუ: ხიდეშელი, ხანდოლიშვილი – ბულბულაშვილი 14, სტურუა 11, ასაბაშვილი 10, კარტოზია 4 მამულაშვილი 3, ოსიყმაშვილი 2, ჯორბენაძე 2, თიგიშვილი 1, ჭერაშვილი 1
წყ: სილაგაძე, ხაჭაპურიძე – ხელაძე 8, გიორგაძე 6, ბენიძე 5, მეტონიძე 4, შვანგირაძე 2, დარსაველიძე 1, მ. გველესიანი 1, გოგიძე, ბაბუნაშვილი
პეგასი – ქუთაისი 40-46
პეგ: ი. დიხამინჯია- გ. დიხამინჯია 13, ცხოვრებაძე 10, კუხალაშვილი 5, ზარნაძე 4, გოგავა 3, ლაპიაშვილი 3, კაჭკაჭაშვილი 2, ბაძაღუა
ქუთ: ტორონჯაძე – მერკვილაძე 9, გამზარდია 9, რუსტამოვი 7, სიმონია 6, ჯუღელი 4, ჭელიძე 4, მათნაძე 4, ალანია 3, უ. კობახიძე
მსაჯები: რ. პერეპელიცა-ა.ნოვიკოვი (უკრ), ა. კოვალჩუკი-ი. კოვალჩუკი (მლდ)
დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი
———————–თ–მ—ფ–წ——ბ—–ქ
BSB ბათუმი——–12–10—0—2–453-350-20
ქუთაისი————12–10—0—2–447-386-20
სტუ-ქარიშხალა—12—9—1—2–419-342-19
იმედი თელავი—–12—6—1—5–365-329-13
პეგასი—————12—6—1—5–451-396-13
სამტრედია———12—3—0—9–391-444–6
გორი—————-12—1—1–10–424-486–3
წყალტუბო———12—1—0–11–362-578–2
4 საუკეთესო გადის ფინალურ ოთხეულში
13 ტური, 15 მარტი
11:30 წყალტუბო – იმედი თელავი
13:15 გორი – ქუთაისი
15:00 სამტრედია – სტუ-ქარიშხალა
16:45 პეგასი – BSB ბათუმი
14 ტური, 16 მარტი
11:30 წყალტუბო – გორი
13:15 სამტრედია – პეგასი
15:00 ქუთაისი – იმედი თელავი
16:45 BSB ბათუმი – სტუ-ქარიშხალა
15-17 ტურები, დასავლეთი: 1-3 აპრილი, ქუთაისი
15-17 ტურები, აღმოსავლეთი: 4-6 აპრილი, თბილისი
18-21 ტურები, საერთო: 24-27 აპრილი, თბილისი
ფინალური ოთხეული: 8-9 მაისი, თბილისი