ჩემპიონატი ჭაბუკებმაც დაიწყეს
თბილისსა და სენაკში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი უფროსი ასაკის, 2004-05 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის.
გლდანში, ცერცვაძის აკადემიაში შეჯიბრება აღმოსავლეთი საქართველო ხუთმა გუნდმა დაიწყო. შარშანდელისგან განსხვავებით, როდესაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ლიგებმა ჯერ ცალ-ცალკე გამოავლინეს რეგიონული ჩემპიონები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლა, წლეულს ერთიანი ჩათვლა იქნება. პირველ ეტაზე ყველა გუნდი ერთმანეთს თითოჯერ შეხვდება, ამის შემდეგ კი ბრძოლას 10 საუკეთესო გააგრძელებს.
თბილისში ორი თამაში მოიგო შარშანდელი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორმა პეგასმა, ხოლო სენაკში პირველი გამარჯვება იზეიმა საქართველოს ჩემპიონმა, აჭარის გუნდმა. 2 მატჩი მოიგო ბრინჯაოს პრიზიორმა, ფოთის ოქროს ვერძმა.
დასავლეთში ტურნირი დაიწყო ექვსმა გუნდმა – აჭარამ, ფოთმა, ზუგდიდმა, სამტრედიამ, წყალტუბომ და სენაკმა. შეიბრებაში ასევე ჩაერთვებიან ბათუმის შავი ზღვის ბიჭები, ქუთაისი და ტყიბული.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20
ჭაბუკები, უფროსი ასაკი (2004-05)
27 ოქტომბერი, გლდანი
პეგასი – რუსთავი 21-9
ქარიშხალა – ქარელი 30-15
პეგასი – თელავი 33-12
ქარიშხალა – რუსთავი 22-11
ქარელი – თელავი 14-17
მსაჯები: თ. კევლიშვილი – ნ. კევლიშვილი, თ. ბჟალავა – ა. ჩხაიძე
26 ოქტომბერი, სენაკის სპორტის სასახლე
ზუგდიდი – სენაკი 32-4
ფოთი – სამტრედია 29-21
სენაკი – აჭარა 5-45
ფოთი – წყალტუბო 26-16
მსაჯები: შ. სტურუა, გ. გველესიანი, გ. სურმავა
გაგრძელდება 9–10 ნოემბერს