შვიდგზის ჩემპიონი და მოქმედი ჩემპიონი ფინალში
ევროპის ჩემპიონატის ფინალში 20 დეკემბერს ითამაშებენ საფრანგეთი და ნორვეგია. ფრანგებმა 30-19 დაამარცხეს ხორვატია, ნორვეგიამ მოუგო დანიას 27-24.
ხელბურთი. ევრო 2020. ქალები. 3-20 დეკემბერი 2020, დანია
ნახევარფინალი, 18 დეკემბერი. ჰერნინგი
საფრანგეთი – ხორვატია 30-19
საფ: ლენო (3 მოგერიება), დარლო (8); ზაადი 4, ნზემინკო 4, ნიაკატე 4, ლაკრაბერი 4, დემბელე 3, სერსიენი 2, ფლიპი 2, ვალენტინი 2, ფოპა 2, ნოკანდი 2, კუიატე 1, კოატანეა, კანორი, ედვიჟი
ხორ: პიევიჩი (7), ბეშენი; კრშნიკი 3, ბლაჟევიჩი 3, იეჟიჩი 3, მიჩიევიჩი 2, დებელიჩი 2, მილოსავლიევიჩი 2, შიმარა 2, ლ. კალაუსი 1, ვიდაკი 1, მამიჩი, პ. პოშავეცი, დ. კალაუსი, ს. პოშავეცი, იაპუნძა,
https://www.youtube.com/watch?v=UjJ5gu94tW8
ხორვატია პირველად თამაშობდა დიდი ტურნირების ნახევარფინალში და მზად არ აღმოჩნდა. ევროპის მოქმედი ჩემპიონის, საფრანგეთის უმკაცრესი დაცვის წინააღმდეგ ხორვატებმა პირველ ტაიმში 16 ბურთი დაკარგეს, მხოლოდ რვაჯერ მოახერხეს კარში დარტყმა, აქედან სამი მეკარე ლენომ მოიგერია. შედეგად, საფრნგეთმა 15-5 მოიგო პირველი ტაიმი და მეორეში უპირატესობა კიდევ ერთით გაზარდა.
ნორვეგია – დანია 27-24
ნორ: ს. სულბერგი (6), ლუნდე (5); მორკი 6, ოფტედალი 4, ბრატსეტი 4, რაისტადი 3, კრისტიანსენი 2, სკუგრანდი 2, ჰერემი 2, შ. სულბერგი 2, აუნე 1, ფრაფიორდი 1, არნცენი, იაკობსენი, ბრაისტოლი, ლოკე
დან: ტოფტი (12), რაინჰარდტი; ბიდსტრუპი 7, ჰაუგსტედი 3, ოსტერგორი 3, ჰანსენი 2, ჰაინდალი 2, ნოლსო 2, ივერსენი 2, ჰოილუნდი 1, იორგენსენი 1, ბურგორი 1, ტრანბორგი, დამგორი, ოგოტი, ტოფტ-ჰანსენი
https://www.youtube.com/watch?v=e3i8Sp1Nebc
დანიამ უკანასკნელი ტიტული 2004 წელს, ათენის ოლიმპიადაზე მოიპოვა, მაგრამ ახალი თაობა უკვე დაბრუნდა ელიტაში. პირველ ტაიმში მასპინძლებს სრული უპირტესობა ჰქონდათ, მეკარე ტოფტმა 8 დრტყმა მოიგერია, გუნდი სწრაფად ბრუნდებოდა დაცვში, რის გამოც ნორვეგიამ ვერ გამოიყენა მთავარი კოზირი – შეტევაში სწრაფი გადასვლა, თვით კამილა ჰერემმა ერთი ფასტ-ბრეიკიც ვერ მოაწყო.
ტაიმის ბოლოში დანია დამაჯერებლად, 13-9 იგებდა, როდესაც ვერონიკა კრისტიანსენმა, 12 მეტრიდან, მოულოდნელად დაარტყა და ზედ ბოლო წამზე გაიტანა, 10-13.
მაგრამ დაიწყო მეორე ნახევარი, ნორვეგიამ მოუმატა სისწრაფეს, გაამკაცრა დაცვა და ანგარიშის გასათანაბრებლად სულ 6 წუთი დასჭირდა. ბიდსტრუპის გოლის შემდეგ (14-10) დანიამ 4 შეტევაში სამჯერ დაკარგა ბურთი და ბრატსეტმა, კრისტიანსენმა, ჰერემმა და ოფტედალმა გატანაბრეს, 14-14.
ამის შემდეგ, კარგა ხანი თანაბარი ბრძოლა იყო. ანკარიში უკაანასკნელად დანიელმა ნოლსომ გაათანაბრა: 21-21 და სათამაშო კიდევ 12 წუთი იყო. აქ ძალიან კარგად შემოვიდა თამაშში ნორვეგიელთა სათადარიგო მარცხენა შუამარბი ჰენი რაისტადი (3 გოლი, 1 პასი), ექვსმეტრიანი ხაზიდან ზედიზედ 3 ბურთი ვერ გაიტანეს ჰაინდალმა და ივერსენმა და როდესაც ოფტედალმა 57-ე ეწუთზე სხვობა ხუთამდე გაზარდა (27-22), ცხადი გახდა, რომ ნორვეგია, ქალთა ხელბურთის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, ევროპის მეთოთხმეტე ჩემპიონატზე მეთერთმეტედ გავიდა ფინალში და ევროპის ჩემპიონის მერვე ტიტულისთვის იბრძოლებს.
თუმცა, ამ მომენტისთვის ნორვეგია არცერთი წოდების მფლობელი არაა და ფინალში ეთამაშება ევროპის მოქმედ, 2018 წლის ჩემპიონს, საფრანგეთს. ბრინჯაოსთვისს დანია და ხორვატია იბრძოლებენ.
5-6 ადგილებისთვის. რუსეთი – ჰოლანდია 33-27
რუს: კალინინა (16), გაბისოვა (3), სედოიკინა; ვედეხინა 6, მანაგაროვა 5, დმიტრიევა 3, ბობროვნიკოვა 3, საბიროვა 3, კოჟოკარი 3, სამოხინა 3, მაკეევა 2, ფომინა 2, ილინა 2, მალაშენკო 1, მასლოვა, ილარიონოვა
ჰოლ: ვესტერი (6), დუინდამი; აბინგჰი 10, სნელდერი 4, მალესტაინი 4, დულფერი 3, ბონტი 2, სმეტსი 1, ვან დერ ჰაიდენი 1, ნუსერი 1, ჰოუსჰერი 1, კრამერი, ვან ვეტერინგი, ფრერიკი, სმიტსი, ვან კრაი
https://www.youtube.com/watch?v=1EUwP2jkhpU
20 დეკემბერი, ჰერნინგი
18:30 3 ადგილისთვის. ხორვატია – დანია
21:00 ფინალი. საფრანგეთი – ნორვეგია
21:00 ფინალი. საფრანგეთი – ნორვეგია