ყვარელი საქართველოს ჩემპიონია
დღეს დასრულდა საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატი, რომლის ფინალშიც ყვარელი ფოთის “ოქროს ვერძს” დაუპირისპირდა. ფინალური სერია ორ მატჩს მოიცავდა, რომლის პირველ შეხვედრაში ყვარელმა 28:23 დაამარცხა ოქროს ვერძი, ხოლო მეორე მატჩი 26:30 დასრულდა. გამოცდილი მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა ყვარლის გუნდმა ოქროს ვერძის ახალგაზრდულ შემადგენლობას ორივე მატჩში სძლია და საქართველოს ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდა. ფინალურ შეხვედრებს ოლიმპიურმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა.
ქალთა ეროვნულ ჩემპიონტში ბრინჯაოს პრიზიორი თბილისის “მართვე” გახდა, რომელმაც ასევე ორმატჩიან დაპირისპირებაში აჭარას მოუგო (აჭარა 27:39 მართვე; მართვე 27:28 აჭარა).
საბოლოო მდგომარეობა:
I ადგილი – ყვარელი
II ადგილი – ოქროს ვერძი (ფოთი)
III ადგილი – მართვე (თბილისი)
ამ შეხვედრებით საქართველოს ყველა ასაკობრივი და ეროვნული ჩემპიონატი დასრულდა. ვულოცავთ პრიზიორებს და ყველა გუნდს ვუსურვებთ წარმატებას მომავალ სეზონში.