ქეთევან ვენეცკი კარიერას პალენტე ბეზანკონში გააგრძელებს

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრი ქეთევან ვენეცკი კარიერას ფრანგულ კლუბ Palente Besançon HB-ში განაგრძობს. გასულ სეზონში იგი ფრანგული სენტ-ეტიენის ღირსებას იცავდა.

Palente Besançon HB 1971 წელს შეიქმნა და 2022 წლამდე საფრანგეთის პირველ დივიზიონში იმყოფებოდა. გუნდმა წინა სეზონში მეორე დივიზიონში 13-ე ადგილი დაიკავა, თუმცა მომდევნო სეზონიდან მაღალი მიზნებისთვის სურს ბრძოლა.

📸 Palente Besançon HB

საქართველოს ნაკრების სპონსორია Leaderbet
ნაკრების პარტნიორია კომპავა • Kompava

Leave a Reply