ქალთა ფინალური ოთხეული გაირკვა
ქალების ჩემპიონთა ლიგაში გაირკვა ფინალური ოთხეული: 7-8 მაისს, ბუდაპეშტში, ლასლო პაპის არენაზე თამაშის უფლება მოიპოვეს მოქმედმა ჩემპიონმა, მონტენეგროს ბუდუჩნოსტმა, უნგრეთის დიორი ეტომ, მაკედონიის ვარდარმა და რუმინეთის ბუქარესტმა.
საპასუხო მეოთხედფინალებიდან ყველაზე საინტერესო როსტოვ-ბუქარესტის თამაში იყო. რუსულ კლუბს ორ ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე კარგი შედეგი ჰქონდა – 11 მოგება და 1 ფრე. როსტოვმა ერთი ბურთით წააგო პირველი მატჩი ბუქარესტში და შინ აშკარა ფავორიტი იყო, თუმცა, ბუქარესტი თავისი რუმინელი, შვედი, ბრაზილიელი და დანიელი ვარსკვლავებით, მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყო, ზოგჯერ 5-6 ბურთითაც და როსტოვმა თამაშის ბოლოს მხოლოდ ისღა მოახერხა, რომ მეორე მატჩიც ერთი ბურთით წააგო – 28-29.
ბუდუჩნოსტმა შინაც დაამარცხა მეორე რუმინული კლუბი, ბაია მარე – 32-25. უნგრულ დერბიში თასის 2013 და 2014 წლების მფლობელმა, დიორმა მეორედაც გაანადგურა ფერენცვაროშ – 40-23. ნორვეგიის ლარვიკმა რევანში აუღო სკოპიეს ვარდარს – 28-26, მაგრამ სტუმრად საზარელი ანგარიშთ ჰქონდა წაგებული – 20-24.
ფინალური ოთხეულის წილისყრა 12 აპრილს გაიმართება.
—
მიმოხილვა: http://www.ehftv.com/int/video/rewind-women-episode-14
—
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა. 2015-16, ქალები
მეოთხედფინალის საპასუხო მატჩები (9-10 აპრილი)
როსტოვი (რუს) – ბუქარესტი (რუმ) 28-29 (25-26)
ილინა 8, მანაგაროვა 5 – როდრიგეს ბელო 7, გულდენი 6, ფისკერი 4
დიორი ეტო (უნგ) – ფერენცვაროში (უნგ) 40-23 (18-31)
ლოკე 7 – ჰორნიაკი 6
ბუდუჩნოსტი (მნტ) – ბაია მარე (რუმ) 32-25 (29-24)
ნიაგუ 10, ბულატოვიჩი 5 – აბინგჰი, ვიზიციუ 5
ლარვიკი (ნორ) – ვარდარი (მკდ) 28-26 (20-34)
ნ. მორკი 7, კურტოვიცი 6 – რადიჩევიჩი 7
ფინალური ოთხეული – ბუდაპეშტში, 7-8 მაისს
ფოტო: იზაბელ გულდენი, ბუქარესტი