ფრე ფინეთთან, წაგება ჰოლანდიასთან
საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა გეტებორგში, ევროპის ღია პირველობაზე, ფრედ ითმაშა ფინეთთან (15-15), დამარცხდა ჰოლანდიასთან (16-24) და ბრძოლას მე-13 ადგილისთვის გააგრძელებს. 7 ივლისს ვეთამაშებით სლოვაკეთსა და ისლანდიას.
4 ივლისს, ჯგუფური ეტაპის პირველი ორ მატჩი წავაგეთ საფრანგეთთან (12-20) და ავსტრიასთან (14-23). ფინეთთან გვაკლდა ვენეცკი, რომელმაც ტრავმა მიიღო, ხოლო პირველივე ტაიმში დაშავდა პეტრენკო და გუნდი, ფაქტიურად, შემცვლელების გარეშე დარჩა. მიუხედავად ამისა, ტაიმი 8-7 მოვიგეთ, ხოლო დასრულებამდე 3 წუთით ადრე წინ ვიყავით – 15-12.
აქ გუნდის ლიდერ კუნელაშვილს ბურთი მოხვდა სახეში. ქეთი სწრაფად წამოდგა და სათამაშოდ მზად იყო, მაგრამ მსაჯებმა დრო გააჩერეს და ექიმს მოუხმეს, ხოლო ახალი წესების მიხედვით, მოთამაშეს, რომელსაც მოედანზე ექიმობა დასჭირდება, თავისი გუნდის მომდევნო სამ შეტევაში მონაწილეობა არ შეუძლია.
ფინელებმა გაგვიტანეს 2 გოლი, ხოლო დასრულებამდე 3 წამით ადრე ბერიძემ მეტოქის მოთამაშე მოედნის ცენტრში შებოჭა. რუმინელმა მსაჯებმა ჩათვალეს, რომ სიტუაცია საგოლე იყო, რადგან ფინელი მეკარესთან პირისპირ გადიოდა. ბერიძემ წითელი ბარათი მიიღო, ხოლო ჩვენს კარში შვიდმეტრიანი დაინიშნა და ანგარიშიც გათანაბრდა – 15-15. ფინეთმა სწორედ ამ ფრით გაინაღდა ჯგუფში მესამე ადგილი და ახლა მეცხრესთვის იბრძოლებს, ხოლო საქართველოს ნაკრებს, მოგების შემთხვევაშიც 13-18 ადგილებისთვის მოუწევდა თამაში.
ჰოლანდიასთან დაგვაკლდა დისკვალიფიცირებული ბერიძე და ვენეცკიც, რომელიც შესაძლოა 7 ივლისისთვის მომჯობინდეს. ჯგუფის გამარჯვებულთან 16-24 დავმარცხდით.
13-18 ადგილებისთვის შეიქმნება ორი სამგუნდიანი ჯგუფი. საქართველოს ნაკრებს, განრიგის მიხედვით 6 ივლისს დასვენება უწევს, ხოლო 7 ივლისს ორი მატჩი ექნება სლოვაკეთსა და ისლანდიასთან. იმის, მიხედვით, თუ რომელ ადგილს დავიკავებთ ჯგუფში, გაირკვევა ჩვენი მეტოქე 8 ივლისის ფინალისთვის.
ხელბურთი. European Open, გოგონები 18 წ
4-8 ივლისი, გეტებორგი, შვედეთი
D ჯგუფი.5ივლისი. საფრანგეთი-ფინეთი 22-11, ჰოლანდია-ავსტრია 30-13, საფრანგეთი-ავსტრია 23-17
საქართველო–ფინეთი 15-15 (8-7)
საქ: ჩაჩუა, ჯავახია, ვარდიშვილი – კუნელაშვილი 7, ქიტესაშვილი 4, ყველაშვილი 3, პეტრენკო 1, ჩოხელი, გაგნიძე, ბერიძე, ჩირგაძე, ჯავახაძე, ჩხაიძე
ფინ: ვულფი, სიმესი – აარნიო 7, დეგერტი 2, კარსტენი 2, ვოუტიაინენი 2, პეიცარო 1, პიეტილაინენი 1, ალაკარი, ეკლუნდი, იაკიმოვა, იენსენი, ნიემი, ნისტრომი, პალკორანტა, პერფორსი
ვალჰალა. მსაჯები: გიტა, ტოპლიჩანუ (რუმ), დელეგატი: სოდალი (ნორ)
საქართველო–ჰოლანდია 16-24 (7-15)
საქ: ჩაჩუა, ვარდიშვილი, ჯავახია – ქიტესაშვილი 6, ყველაშვილი 4, ჩოხელი 3, კუნელაშვილი 2, გაგნიძე 1, პეტრენკო, ჩირგაძე, ჯავახაძე, ჩხაიძე
ჰოლ: ფან დერ პოლდერი, ტენ ჰოლტე – ფან ვეტერინგი 9, მულდერი 4, ჰილბრანდსი 3, ნოითმიერი 2, ტენ კატე 2, ბეუხოლსი 1, ჰოუსჰირი 1, ლოუვერენსი 1, ფან დერ ლინდენი 1, დრენტი, ფრერიქსი, კლუმპი, მოლენარი, ზელდენთიისი
ვალჰალა. მსაჯები: ჰარასტი, ნახტმანი (უნგ), დელეგატი: ვაიჰე (ფარ)
ჰოლანდია 8 ქულა, საფრანგეთი 6 – ფინეთი 3 – ავსტრია 2, საქართველო 1
A ჯგუფი: სლოვაკეთი-შვედეთი 13-20, პოლონეთი – დანია 17-26
დანია 6, შვედეთი 3 – პოლონეთი 2 – სლოვაკეთი 1
B ჯგუფი: ფარერები – რუსეთი 10-22, ჩეხეთი-ესპანეთი 21-18
რუსეთი 6, ესპანეთი 2 (+4) – ჩეხეთი 2 (+2) – ფარერები 2 (-6)
C ჯგუფი: შვეიცარია – რუმინეთი 15-15, მონტენეგრო – ნორვეგია 10-22, ისლანდია – შვეიცარია 12-14, მონტენეგრო – რუმინეთი 13-24, ისლანდია – ნორვეგია 14-24
ნორვეგია 8, რუმინეთი 5 – შვეიცარია 3 – ისლანდია 2, მონტენეგრო 2
—
13-18 ადგილები, მეორე ეტაპი
1 ჯგუფი: სლოვაკეთი, ისლანდია, საქართველო
6 ივლ, 19:00სლოვაკეთი – ისლანდია
7 ივლ, 12:00 საქართველო – სლოვაკეთი
7 ივლ, 16:30საქართველო – ისლანდია
2 ჯგუფი: ფარერები, ავსტრია, მონტენეგრო
8 ივლისი, ფინალები
12:00 17 ადგილისთვის, 12:00 15 ადგილისთვის, 13:30 13 ადგილისთვის
—
9-12 ადგილები. პოლონეთი,ჩეხეთი, შვეიცარია, ფინეთი.ერთწრიანი ტურნირი 6-8 ივლისს
—
1-8 ადგილები. მეორე ეტაპი, 6 ივლისი.
1 ჯგუფი: დანია 2 ქულა, რუსეთი 2, შვედეთი 0, ესპანეთი 0
2 ჯგუფი: ნორვეგია 2, ჰოლანდია 2, რუმინეთი 0, საფრანგეთი 0
7 ივლისს – ნახევარფინალი, 8 ივლისს – ფინალი
—
საქართველოს ნაკრები
12. ანა ვარდიშვილი (GK, მამული, 1999) – 16. ქრისტინე ჯავახია (GK, ფოთი, 1998) – 22. მარიამ ჩაჩუა (GK, პეგასი, 1999) – 3. სვიტლანა პეტრენკო (LW, მამული, 1998) – 7. თინა ქიტესაშვილი (RB, ყვარელი, 1999) – 17. მედეა ჩოხელი (P, პეგასი, 1999) – 18. ქეთევან ვენეცკი (RB, პეგასი, 1999) – 19. ანა ყველაშვილი (CB, მამული, 1998) – 20. ელისაბედ ჩხაიძე (LB, პეგასი, 2002) – 23. ნინო გაგნიძე (RW, პეგასი, 2002) – 24. ჯულია ჩირგაძე (LB, წყალტუბო, 2001) – 29. ქეთი კუნელაშვილი (LB, ყვარელი, 1999) – 31. მაია ბერიძე (CB, პეგასი, 1999) – 39. მარიკა ჯავახაძე (P, წყალტუბო, 1999) – მთავარი მწვრთნელი გიორგი გვაზავა (1978), მწვრთნელი ინა ჭკუასელი (1985), გუნდის ლიდერი ლანა მარგიანი (1988)