გეტებორგში მარცხით დავიწყეთ

საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა გეტებორგში, ევროპის ღია პირველობაზე პირველი ორი მატჩი გამართა – დამარცხდა საფრანგეთთან, 12-20 და ავსტრიასთან, 14-23. სამშაბათს ჯგუფური ტურნირის კიდევ ორი თამაშია – ფინეთისა და ჰოლანდიის წინააღმდეგ. 

პირველი მატჩი, ლიზებერგსჰალეში, ჩვენთვის კარგად დაიწყო – ჯგუფის ფავორიტ საფრანგეთთან მეკარე ჩაჩუამ რამდენიმე ბურთი მოიგერია და 3-0 დავწინაურდით. საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა ტაიმის ბოლომდე შეინარჩუნა და 9-8 მოიგო, მაგრამ ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა, რომელსაც აქამდე უკვე წაგებული ჰქონდა ჰოლანდიასთან, შესვენების შემდეგ სრული კონცენტრაციით ითამაშა და 20-12 გაიმარჯვა.  იმის გამო, რომ გუნდებს დღეში 2-2 მატჩი უწევთ, საწყის ეტაპზე იმართება 20-20 წუთიანი ტაიმები.

საქართველოს ნაკრებს გეტებორგში რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლია – ჩოგოვაძე, ღვალაძე და გადელია. ამას დაუმატეთ, რომ გუნდის სამი წევრი 14-15 წლისაა და, შესაბამისად, ძირითად შემადგენლობას, ფაქტობრივად, შეუცვლელად უწევს თამაში. ამან, ცხადია, გავლენა მოახდინა მეორე მატჩის შედეგზე. გუნდს დასასვნებლად მხოლოდ 3 საათი ჰქონდა, თანაც თამაში სხვა დარბაზში, ვალჰალაში იყო. ავსტრიის გუნდმა პირველი მატჩი ფინეთთან წააგო, მეორეში კი თავიდანვე დაწინაურდა, ტაიმი 13-7 მოიგო და ჯამში 23-14 გაიმარჯვა.

დღეში ორმატჩიანი ფორმატის გამო მეორე ტურში რამდენიმე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა.  ყველაფერი გადაწყდება სამშაბათს, როდესაც დასრულდება პირველი ჯგუფური ეტაპი და 18 გუნდი 1-8, 9-12 და 13-18 ადგილებისთვის საბრძოლველად გადანაწილდება.

ევროპის ღია პირველობა თვრამეტწლამდელთ შორის ევროპის ფაქტობრივი ჩემპიონატია და მასში ყველა უძლიერესი გუნდი თამაშობს.

ხელბურთი.  European Open, გოგონები 18 

4-8 ივლისი, გეტებორგი, შვედეთი

ჯგუფი. 4 ივლისი. საფრანგეთი-ჰოლანდია 12-15, ფინეთი-ავსტრია 16-12, ჰოლანდია-ფინეთი 27-12

საქართველო – საფრანგეთი 12-20 (9-8)

საქ: ჩაჩუა, ჯავახია, ვარდიშვილი – ქიტესაშვილი 4, ჩოხელი 2, კუნელაშვილი 2, ვენეცკი 2, ყველაშვილი 2, პეტრენკო, ჩირგაძე, ჯავახაძე, ბერიძე, გაგნიძე, ჩხაიძე

საფ: პორტი, რიკარდო – კარამელო 6, დეკიუჟისი 4, რივალი 3, ლე ბლევეკი 2, დი როკო 1, ფორი 1, ჟარიჟი 1, ჟანმერი 1, პულიეზი 1, ანდრე, დემუნკი, ფოპა, ლეფევრი, პალმერო

ლიზებერგსჰალე. მსაჯები: ფუკალა, მოჰილა (ჩეხ), დელეგატი: მედვედი (სრბ)

საქართველო– ავსტრია 14-23 (7-13)

საქ: ჩაჩუა, ვარდიშვილი, ჯავახია – კუნელაშვილი 9, ჩოხელი 2, ყველაშვილი 2, ვენეცკი 1, ქიტესაშვილი, პეტრენკო, ჩირგაძე, ბერიძე, ჯავახაძე, ჩხაიძე, გაგნიძე

ავს: ფრიც-კასტრო, რაიხლი – ჰალერი 5, ივკოვიჩი 5, რინერი 3, დრაგულიჩი 2, დრამაჩი 2, ვერნერტი 2, ბრაიტი 1, განგელი 1, ჰუმერი 1, ნოიმაისტერი 1, ჩატოვიჩი,  ჩოსიჩი, ფრუჰმანი

ვალჰალა. მსაჯები: ბრიკმანე, კირეევა (ლატ), დელეგატი: კონეჩნი (ჩეხ)

05.07 14:00 საქართველო-ფინეთი

05.07 17:30 საქართველო-ჰოლანდია

ჯგუფიდანია – სლოვაკეთი 26-13, შვედეთი-პოლონეთი 14-14, სლოვაკეთი-პოლონეთი 14-14, დანია – შვედეთი 18-13, ჯგუფირუსეთი-ჩეხეთი 15-14,  ესპანეთი-ფარერები 19-12, რუსეთი-ესპანეთი 20-17,  ჩეხეთი-ფარერები 11-12. ჯგუფირუმინეთი-ნორვეგია 17-19, შვეიცარია – მონტენეგრო 13-15, ისლანდია – რუმინეთი 12-16, ნორვეგია-შვეიცარია 17-12, მონტენეგრო – ისლანდია 9-15

6-8 ივლისიჯგუფების ორ-ორი საუკეთესო გუნდი ითამაშებს 1-8 ადგილებისთვის, 3 ადგილებზეგასულები – 9-12 ადგილებისთვის, 4-5 ადგილებზეგასულები – 13-18 ადგილებისთვის

საქართველოს ნაკრები 

12. ანა ვარდიშვილი (GK, მამული, 1999) – 16. ქრისტინე ჯავახია (GK, ფოთი, 1998) – 22. მარიამ ჩაჩუა (GK, პეგასი, 1999) – 3. სვიტლანა პეტრენკო (LW, მამული, 1998) – 7. თინა ქიტესაშვილი (RB, ყვარელი, 1999) – 17. მედეა ჩოხელი (P, პეგასი, 1999) – 18. ქეთევან ვენეცკი (RB, პეგასი, 1999) – 19. ანა ყველაშვილი (CB, მამული, 1998) – 20. ელისაბედ ჩხაიძე (LB, პეგასი, 2002) – 23. ნინო გაგნიძე (RW, პეგასი, 2002) – 24. ჯულია ჩირგაძე (LB, წყალტუბო, 2001) – 29. ქეთი კუნელაშვილი (LB, ყვარელი, 1999) – 31. მაია ბერიძე (CB, პეგასი, 1999) – 39. მარიკა ჯავახაძე (P, წყალტუბო, 1999) – მთავარი მწვრთნელი გიორგი გვაზავა (1978), მწვრთნელი ინა ჭკუასელი (1985), გუნდის ლიდერი ლანა მარგიანი (1988)

Leave a Reply