ფრე პორტუგალიაში
ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში გიორგი ცხოვრებაძის მონპელიემ ფრედ, 23-23 ითამაშა სტუმრად, პორტუში და 7 ქულით ჯგუფში მეოთხე ადგილზეა.
6 ტური, მიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/magazine-episode-6/1770457
ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ჯერ 8 ტურია, მაგრამ მონპელიეს პლეიოფში გასვლა არ უნდა გაუჭირდეს. პორტუგალიაში გუნდი თავიდან 5-1 დაწინაურდა, მაგრამ ბოლოს თამაში გადასარჩენი გაუხდა. ფრანგულ კლუბში თავი გამოიჩინა პორტუგალიელმა ჟილბერტო დუარტემ, ვისაც 9 სეზონი აქვს გატარებული პორტუში – სწორედ მან გაათანაბრა ანგარიში ბოლო წამებზე და სულ 6 გოლი გაუტანა ყოფილ კლუბს.
მონპელიეს მარჯვენა ფლანგზე სამმა ხელბურთელმა ითამაშა – პორტმა, ლენმა და ბოსმა, 18 წლის ქართველი კი სათადარიგოთა სკამზე იყო. მომდევნო მატჩს მონპელიე საფრანგეთის ჩემპიონატზე ჩაატარებს და 6 ნოემბერს უმასპინძლებს „ივრის“, ცხოვრებაძე კი ამ მატჩის სარეკლამო ბანერზეა გამოსახული.
ცხოვრებაძე ფრანგულ კლუბში 2017 წლის შემოდგომაზე გადავიდა თბილისის პეგასიდან, ხოლო პორტუსთან მატჩამდე მან ორჯერ ითამაშა საქართველოს ნაკრებში და სკოპიეში, ორ თამაშში 17 გოლი გაუტანა მაკედონიის ეროვნულ გუნდს.
ლიგის B ჯგუფს 11 ქულით ლიდერობს გერმანიის კილი, ვინც სტუმრად დაამარცხა ზაპოროჟიე (30-27), ხოლო A ჯგუფში 10 ქულით პირველია ბარსელონა – ბარსამ სტუმრად მოუგო გერმანიის ჩემპიონ ფლენზბურგს 34-27. 10 ქულა აქვს პარი სენ ჟერმენსაც. ამ ორი ჯგუფის გამარჯვებულები პირდაპირ გადიან მეოთხედფინალში, ხოლო მე-2-6 ადგილზე გასულ გუნდები – მერვედფინალში.
მეშვიდე ტური 6 ნოემბერს დაიწყება. მონპელიე 10 ნოემბერს თამაშობს უკრაინაში, ზაპოროჟიეს მოტორთან.
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2019–20, კაცები. ჯგუფური ეტაპი
ჯგუფური ეტაპის 6 ტური, 30 ოქტომბერი-3 ნოემბერი
B ჯგუფი: კილი 11, ვარდარი 8, კელცე 7, მონპელიე 7, ვესპრემი 6, პორტუ 6, ბრესტი 2, ზაპოროჟიე 1
კელცე (პოლ) – ვესპრემი (უნგ) 34-33
ა. დუიშებაევი 11 – გაიჩი 7, ლაუგე, ტონესენი 5
პორტუ (პორ) – მონპელიე (საფ) 23-23
იტურისა 4 – დუარტე 6, დესკა 4
მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) – კილი (გერ) 27-30
ვარდარი (მკდ) – მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) 36-31
A ჯგუფი: ბარსელონა 10, პსჟ 10, სეგედი 9, ოლბორგი 8, ფლენზბურგი 7, ცელიე 2, ელვერუმი 1, ზაგრები 1
ფლენზბურგი (გერ) – ბარსელონა (ესპ) 27-34
იურეცკი 5, გოტფრიდსონი, იონდალი 4 – არინიო, მემი, პალმარსონი 5
პარი სენ ჟერმენი (საფ) – ოლბორგი (დან) 37-24
ჰანსენი 6, ლ. კარაბატიჩი 5 – იაკობსენი 5
სეგედი (უნგ) – ცელიე (სლნ) 31-24
ელვერუმი (ნორ) – ზაგრები (ხორ) 30-30
A,B: თითო საუკეთესო გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში
C ჯგუფი: ბიდასოა 11, სევეჰოფი 8, სპორტინგი 7, პრეშოვი 4, კოქსი 4, რაბოტნიკი 2
სევეჰოფი (შვდ) – ბიდასოა ირუნი (ესპ) 24-33
სპორტინგი (პორ) – რიიჰიმიაენ კოქსი (ფინ) 38-29
ტატრან პრეშოვი (სლკ) – ეუროფარმ რაბოტნიკი (მკდ) 31-29
D ჯგუფი: დინამო ბუკურეშტი 10, GOG 8, შაფჰაუზენი 6, ვისლა 5, ჩეხოვი 4, კრისტიანსტადი 3
დინამო ბუკურეშტი (რუმ) – ვისლა პლოცკი (პოლ) 29-20
შაფჰაუზენი (შვც) – GOG (დან) 40-28
ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) – კრისტიანსტადი (შვდ) 37-26
C,D: ორ-ორი საუკეთესო გადის პლეიოფში და ითამაშებს მერვედფინალის 2 საგზურისთვის
7 ტური: 6-10 ნოემბერი