ფოთი და ქარიშხალა ლიდერობენ
საქართველოს ქალთა ჩემპიონატზე რვავე გუნდმა 3 ტური გაასრულა. სენაკში შეხვედრები გამართეს დასავლეთი საქართველოს გუნდებმა. ფოთის „ოქროს ვერძმა“ სამივე თამაში მოიგო და ლიდერს, „ქარიშხალას“ დაეწია.
უმაღლესი ლიგის დებიუტანტი, თბილისის ქარიშხალა ბურთების უკეთესი სხვაობით ლიდერობს. მესამე-მეოთხე ადგილებზე არიან მამული და წყალტუბო, შემდეგ მოდის შარშანდელი ჩემპიონი, ყვარელი, სამტრედია, აჭარა და პეგასი.
ქალთა ეროვნული ჩემპიონატი მესამე სეზონია, რაც იმართება. წლეულს მასში პირველად მონაწილეობს 8 გუნდი. ჩემპიონი ორწრიანი ტურირის შემდეგ გამოვლინდება.
საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. ქალები, უმაღლესი ლიგა
2-3 დეკემბერი, სენაკი
ფოთი-აჭარა 26-14, აჭარა-წყალტუბო 13-15, ფოთი-სამტრედია 18-13,
სამტრედია-აჭარა 13-13, წყალტუბო-ფოთი 13-16, წყალტუბო-სამტრედია 17-12
ქარიშხალა—3—3—0 —0—78-49—6
ფოთი———3—3—0—0—60-40—6
მამული——-3—2—0—1—67-45—4
წყალტუბო—3—2—0—1—45-41—4
ყვარელი——3—1—0—2—46-56—2
სამტრედია—3—0—1—2—38-48—1
აჭარა———-3—0—1—2—40-54—1
პეგასი———3—0—0—3—35-76—0
25-26 ნოემბერი, არენა 2. ყვარელი – ქარიშხალა 16-26, პეგასი – მამული 9-30, ყვარელი- პეგასი 18-12,
მამული – ყვარელი 18-12, ქარიშხალა – პეგასი 28-14, მამული – ქარიშხალა 19-24