ფლენზბურგმა კილი გაანადგურა
ხელბურთის განახლებულ ჩემპიონთა ლიგის გერმანულ დერბიში, ფლენზბურგმა გაანადგურა კილი, 37-27 და A ჯგუფში პარი-სენ ჟერმენთან ერთად ლიდერობს. B ჯგუფში წინაა ბარსელონა, ვინც მოუგო მონპელიეს – 31-23. ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე 3 ტური დარჩა.
ორი ჯგუფის გამარჯვებული პირდაპის მეოთხედფინალში გადის, ხოლო მე-2-6 ადგილები – მერვედფინალში. პლეიოფში თამაში უკვე განაღდებული აქვს 9 გუნდს (ფლენზბურგი, პსჟ, ვესპრემი, კილი, ბარსელონა, სეგედი, კელცე, რაინ-ნეკარი, ვარდარი) და თავისუფალი 3 საგზურიღა დარჩა. რაც შეეხება C და D ჯგუფებს, სადაც პირველი ეტაპი უკვე დასრულდა, ორი წყვილი, ლა რიოხა-მოტორი და სკიერნი-მეშკოვ ბრესტი მარტის დასაწყისში გამოავლენს კიდევ ორ მერვედფინალისტს.
ფლენზბურგში კილთან მატჩის სანახავად 6000 მაყურებელი შეიკრიბა და იხილა თავისი გუნდის ისტორიული გამარჯვება გერმანულ გრანდთან – პატარა ქალაქის გუნდს ორნიშნა სხვაობით ჯერ არ მოეგო კილისთვის, ამაში კი უდიდესი წვლილი ფლენზბურგის დანიურმა ოთხეულმა შეიტანა. რაზმუს ლაუგემ 9 გოლი გაუტანა თავის ყოფილ კლუბს, სვანმა, ეგერტმა და მოგენსენმა – ჯამში 15. კილს ლიდერობა ბუნდესლიგაშიც აქვს დაკარგული – აქ ლიდერობს რაინ-ნეკარი 36 ქულით, მეორეა კილი (34), მესამე – ფლენზბურგი (31 და თამაში მარაგში).
სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია პოლონური კელცეს ფრე სტუმრად, კრისტიანსტადთან, 35-35. დრო გასული იყო, როდესაც ევროპის ჩემპიონატის გმირი, ტობიას რაიხმანი 9 გატანილი გოლის შემდეგ შვიდმეტრიანს ურტყამდა, მაგრამ შვედური კლუბის მონტენეგროელმა მეკარემ ნებოისა შიმიჩმა დარტყმა მოიგერია, თავის კლუბს ფრე მოუტანა და მერვედფინალში გასვლის შანსი შეუნარჩუნა.
კაცები. 11ტურისმიმოხილვა:http://www.ehftv.com/int/video/rewind-episode-11
ლიგა2015-16.კაცები.ჯგუფურიეტაპის11ტური. 10-14 თებერვალი
გამარჯვებული გადის მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში
Aჯგუფი: ფლენზბურგი 18 ქ – პსჟ 18, ვესპრემი 17, კილი 11, ზაგრები 9, პლოცკი 8 – ცელიე 5, ბეშიქთაში 2
ზაგრები(ხორ) –პსჟ(საფ) 23-25
მანდალინიჩი 5 – ჰანსენი 7
ვისლაპლოცკი(პოლ) –ცელიე(სლნ) 26-31
როშა 7 – იანცი 8, მლაკარი, ზარაბეცი 7
ბეშიქთაში(თურ) –ვესპრემი(უნგ) 34-38
ჯუკიჩი 8, დიონე 7 – ა. ნილსონი, სლიშკოვიჩი 6
ფლენზბურგი(გერ) –კილი(გერ) 37-27
ლაუგე 9, სვანი 6, ეგერტი 5 – დუვნიაკი 8, კანელასი 4, იანიმაა 3
Bჯგუფი:ბარსელონა 17 – სეგედი 15, კელცე 15, რაინ ნეკარი 15, ვარდარი 12, მონპელიე 7 – კრისტიანსტადი 5, კოლდინგი 2
კრისტიანსტადი(შვდ) –კელცე(პოლ) 35-35
ჯამალი 8, გუდმუნდსონი 8 – რაიხმანი 9 , ბუნტიჩი 8
რაინ–ნეკარლიოვენი(გერ)– ვარდარსკოპიე(მკდ) 28-27
შმიდი 10, ეკდალი 5 – გორბოკი 7, დიბიროვი, დუიშებაევი 5
პიკსეგედი(უნგ) –კოლდინგი(დან) 34-23
გარსია 6, ანჩინი 5 – ლ. ანდერსონი 5, სპელერბერგი 4
მონპელიე(საფ)–ბარსელონა(ესპ) 23-31
გაიჩი 8 – ლაზაროვი 9, ტომასი 5
12 ტური:17-21 თებერვალი
C,Dჯგუფები. მერვედფინალში გასასვლელი რაუნდი
27.02, 05.03 ლა რიოხა (ესპ)- მოტორ ზაპოროჟიე (უკრ)
28.02. 05.03 სკიერნი (დან) – მეშკოვ ბრესტი (ბლრ)