ფინალში ნორვეგია და ჰოლანდია გავიდნენ
ევროპის ქალთა ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ ნორვეგია და ჰოლანდია. ევროპის ექვსგზის ჩემპიონმა 20-16 დაამარცხა საფრანგეთი და ზედიზედ მერვედ გავიდა ფინალში, ჰოლანდიამ მოუგო დანიას – 26-22.
ჰოლანდია ზედიზედ მესამედ გავიდა დიდი ტურნირის ნახევარფინალში, ოღონდ ევროპის ჩემპიონტის ოთეულში პირველად მოხვდა. დანიასთან მატჩს პირველი ტაიმი თანაბარი იყო 13-13, მეორის დასაწყიშივე კი ჰოლანდიელთა ახალა მწვრთნელმა, დანიელმა ჰელე თომსენმა ტაქტიკური სურპრიზი მოუწყო თანამემამულეებს. ჰოლანდია რეგულარულად იმატებდა მეშვიდე მოთამაშეს და ცარიელი კარითა და ორი პივოტით უტევდა. 12 წუთში ანგარიში 19-13 გახდა. კლავს იორგენსენმა ხან 3-3 დაცვით თამაში სცადა, შეტევაში კი ვეტერანი გათამაშებელი კრისტინა კრისტიანსენი ჩააბა, მაგრამ 45-ე წუთზე დები ბონტმა სხვაობა შვიდამდე აიყვანა, 21-14 და თამაშის ბედი აქ გადაწყდა.
ვიდეო. ჰოლანდია: https://www.youtube.com/watch?v=fLHU9hwtlCs
საფრანგეთ-ნორვეგიის ნახევარფინალის მე-15 წუთზე ალექსანდრა ლაკრაბერს 5 გოლი ჰქონდა გატანილი, ფრანგები 7-4 იგებდნენ, ხოლო ნორვეგიის ოთხივე ბურთი ნორა მორკის ანგარიშზე იყო. მომდევნო 12 წუთში ნორვეგიამ ზედიზედ შვიდჯერ გაიტანა, 11-7 და ისევ ფრანგების ჯერი დადგა: მარი პოლ ნიაბუიუმ, როელმაც სულ 7 წუთი ითამაშა, გაიტანა ზედიზედ 3 გოლი და 34-წუთზე ანგარიში გათანაბრდა – 11-11. შემდეგ თანაბარი ბრძოლა წავიდა დ ფრანგები ბოლოს დაწინაურდნენ 53-ე წუთზე, როდესაც მანონ უეტმა შვიდმეტრიანი შეაგდო – 16-15. ეს ფრანგების ბოლო გოლი აღმოჩნდა, რადგანაც მეკარე სილიე სოლბერგმა მოიგერია ყველაფერი, რაც მისი კარისკენ წავიდა და ბოლო 7 წუთი ნორვეგიამ 5-0 მოიგო – 20-16.
ვიდეო. სოლბერგი: https://www.youtube.com/watch?v=2mGiqGyUSYg
ზუსტად ერთი წლის წინ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში სწორედ ნორვეგია და ჰოლანდია შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ ნორვეგიამ იოლად მოიგო – 31-23. ფინალი კვირას, 21 საათზე გაიმართება გიოტენბორგის სკანდინავიუმში.
ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2016. ქალები. შვედეთი, 4-18 დეკემბერი
გოტენბურგი, 16 დეკემბერი
ნახევარფინალი. ჰოლანდია – დანია 26-22
ჰოლ: ვესტერი 11/33 (იანკოვიჩი) – პოლმანი 11/7, ხროტი 9/6, ბროკი 4/3, ვან დერ ჰაიდენი 4/3, ბონტი 3/2, ფისერი 4/2, მალეშტაინი 2/1, კნიპენბორგი 2/1, სნელდერი 3/1, ხოსი 2/0, აბინგჰი 1/0, დულფერი, კრამერი (ვან ოლფენი) – მწვ. ჰელე თომსენი (დან)
დან: ტოფტი 11/34, რაინჰარდტი 1/3 – იორგენსენი 13/6, ბოდჰოლტი 5/4, ოსტერგორი 3/3, ფისკერი 4/3, კრისტიანსენი 2/2, ტრანბორგი 6/2, გრიგელი 2/1, დორნონვილი 4/1, ჰანსენი 4/0, ჰაინდალი 1/0, ჰაუგსტედი 1/0, ოკელსი (სპელერბერგი, ვოლერი) – მწვ. კლავს იორგენსენი
ნახევარფინალი. ნორვეგია – საფრანგეთი 20-16
ნორ: გრიმსბო 1/8, ს. სოლბერგი 13/22=59% – მორკი 15/7, ფრაფიორდი 7/4, კრისტიანსენი 6/3, არნცენი 6/3, კურტოვიჩი 3/2, ოფტედალი 5/1, ჰერემი 1/0, ტომაკი 1/0, ვაადე 1/0, შ. სოლბერგი, ინგსტადი (სკოგრანდი, აუნე, სოლასი) – მწვ. თორირ ჰერგეირსონი (ისლ)
საფ: ლეინო 7/17, გლოზერი 8/18 – ლაკრაბერი 14/6, ნიაბუიუ 3/3, უეტი 4/3, ნზემინკო 3/1, ნიომბლა 3/1, ზაადი 2/1, ლანდრი 2/1, პინო 1/0. აილიონი 1/0, დემბელე 1/0, ფლიპი 2/0, კოლჩინსკი, ედვიჟი (ჰორაჩეკი) – მწვ. ოლივიე კრუმჰოლცი
5 ადგილისთვის. რუმინეთი – გერმანია 23-22 (ზამფირი 6 – ჰუბერი 5)
18 დეკემბერი
18:30 3 ადგილისთვის. დანია – საფრანგეთი
http://www.ehftv.com/int/livestream/ehf-euro-women-3rd-place-match
21:00 ფინალი. ჰოლანდია – ნორვეგია