ფინალში მოლდოვა და კოსოვო გავიდნენ

IHF თასზე ხელბურთში, ქუთაისის სპორტის სასახლეში, ფინალში გავიდნენ მოლდოვა და კოსოვო. მოლდოვამ დაამარცხა საქართველო – 33-24, კოსოვომ მოუგო ბრიტანეთს – 32-22.

მოლდოვამ თავიდანვე 5-1 დაცვა შესთავაზა საქართველოს ნაკრებს და მე-6 წუთზე 5-1 დაწინაურდა, ხოლო ამის შემდეგ მათ პერსონალურად აიყვანეს მეტოქის ლიდერი, თეიმურაზ ორჯონიკიძე, რითაც მასპინძელთა გუნდის თამაში მთლიანად მოიშალა. მოლდოვამ ტაიმი 18-10 მოიგო. მეორე ნახევარში ქართველებმა ორჯერ შეამცირეს სხვაობა ხუთ ბურთამდე, მაგრამ მეტი ვერ შეძლეს და 24-33 დამარცხდნენ. მოლდოვის ნაკრებში საუკეთესოები იყვნენ მარჯვენა ინსაიდი რომან დოდიკა (9 გოლი), პივოტი ადრიან ბოდრუგი (6) და მარცხენა შუამარბი დინუ უნტუ (6).

კოსოვომ პირველივე ტაიმში გადაწყვიტა თამაშის ბედი, როდესაც მე-15 წუთზე 10-1 დაწინაურდა. ბრიტანეთმა ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ კოსოვო უფრო ძლიერი იყო – 32-22. გამარჯვებულებში საუეთესოები იყვნენ მეკარე ჰარის ბერიშა, პივოტი ლუიჯი ჩუნი (7 გოლი) და მარცხენა შუამარბი ჯონ მუჩოლი (6).

მეხუთე ადგილისთვის მალტამ დაამარცხა სომხეთი, 27-19, მეშვიდე ადგილზე ალბანეთი გავიდა.

კვირას 12 საათზე ბრინჯაოს მედლებისთვის ითამაშებენ საქართველო-ბრიტანეთი, 14 სააათზე ფინალია. თამაშებს უჩვენებს ტელეკომპანია რიონი, ასევე ხელბურთის ფედერაციის არხი: https://www.youtube.com/user/handballgoergia

IHF ტროფი, 20ევროპა. 8-13 ნოემბერიქუთაისის სპორტის სასახლე

12 ნოემბერი. ნახევარფინალი

საქართველომოლდოვა 24-33

საქ: ცინცაძე, ხანდოლიშვილი – ორჯონიკიძე 7, გოგოლაძე 5, რუსტამოვი 5, იობაშვილი 3, გოგავა 2, არსენაშვილი 1, დიხამინჯია 1, ბაინაზიშვილი, ცხოვრებაძე, მიქავა, მათნაძე, ლაპიაშვილი

მოლ: საჰარნიანი, იუკოვი – დოდიკა 9, უნტუ 6, ბოდრუგი 6, ივანჩენკო 4, ილკოვიჩი 3, ბიდიაკი 3, ერმურატი 1, ბულგარი 1, გორნოსტაევი, სლაგოდა, იურკუ, ტურკანი

მსაჯები: ბიუტუჩი, კასაპი (კოს) დელეგატი: ბოიჩ-ჩაჩიჩი (ხორ)

კოსოვობრიტანეთი 32-22

კოს: ბერიშა, ლუჟა – ჩუნი 7, მუჩოლი 6, ალბანი 5, ტაჰირუკაი 4, ჯაფოლი 4, ავდული 3, ჩუკა 2, რამადანი 1, გუბეტინი, მუსტაფა, ეზგონი, ბაშოლი

ბრი: კარდენი, მაკკლელანდი – გრინი 5, ჯილეტი 3, ვაითი 3, მური 2, ლეპსლი 2, ვენეიბლზი 2, ბრეი 1, პრაისი 1, ტაილერი 2, ლიისი, სტრაჩენი

მსაჯები: ურსუ, სერდიუკი (მლდ), დელეგატი: პოსავეცი (ხორ)

მე-5 ადგილისთვის. სომხეთიმალტა 19-27. 7. ალბანეთი

13 ნოემბერი

12:00 მესამე ადგილისთვის. საქართველო – ბრიტანეთი

14:00 ფინალი. მოლდოვა – კოსოვო

A ჯგუფი: საქართველო 6 (+100), ბრიტანეთი 4 (+38), სომხეთი 2 (-47), ალბანეთი 0 (-91)

8 ნოემბერი. ალბანეთი – საქართველო 10-55, სომხეთი – ბრიტანეთი 14-33

9 ნოემბერი. ბრიტანეთი – ალბანეთი 47-12, საქართველო – სომხეთი 47-8

10 ნოემბერი. საქართველო-ბრიტანეთი 32-16, ალბანეთი – სომხეთი 21-32

B ჯგუფი: კოსოვო 3 (+34), მოლდოვა 3 (+33), მალტა 0 (-67)

8 ნოემბერი. მოლდოვა – კოსოვო 27-27

9 ნოემბერი. მალტა – მოლდოვა 15-48

10 ნოემბერი. კოსოვო – მალტა 52-18

Leave a Reply