უდანაკარგოდ 8 გუნდია
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში მეორე ტური გაიმართა, შარშანდელ ფინალისტებს, საფრანგეთის მონპელიესა და ნანტს კი 2-2 წაგება აქვთ.
მიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/rewind-episode-02/1326809
ლიგის გამარჯვებული მონპელიე ბელარუსში 23-26 დამარცხდა მეშკოვ ბრესტთან, ხოლო ფინალისტმა, ნანტმა, უნგრეთში წააგო სეგედთან – 28-30. ბოლო ფინალური ოთხეულის კიდევ ორი მონაწილე, პარი სენ ჟერმენი და დანიის სკიერნი ჯერჯერობით უდანაკარგოდ, 4-4 ქულით მიდის, ისევე როგორც სხვა 6 გუნდი – ვარდარი, მეშკოვი, სეგედი, პრეშოვი, ვისლა და სპორტინგი.
ტურის ცენტრალურ თამაშებში პოლონეთის კელცემ 35-32 მოუგო გერმანიის რაინ ნეკარს, ბარსამ კი დაამარცხა უნგრეთის ვესპრემი, 31-28. გერმანიის ჩემპიონი ფლენზბურგი შინ სენსაციურად დამარცხდა ზაგრებთან, 29-31, ხოლო პორტუგალიის სპორტინგმა რუსეთში, ქალაქ ჩეხოვის „დათვებთან“ გამარჯვების გოლი დროის ამოწურვის შემდეგ, ცხრამეტრიანიდან გაიტანა – 23-22.
ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაიმართება კიდევ სამი ტური, შემდეგ – სანაკრებო პაუზაა, 1 დეკემბერს, ჯგუფური ეტაპის 9 ტურის შემდეგ გუნდები არდადაგებზე წავლენ და შეჯიბრება თებერვალში განახლდება.
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2018-19, კაცები
პირველი ჯგუფური ეტაპი, 1 ტური, 13-16 სექტემბერი
A: ვარდარი 4, მეშკოვი 4, ბარსა 2, კელცე 2, ვესპრემი 2, რაინ-ნეკარი 2, მონპელიე 0, კრისტიანსტადი 0
ვარდარი (მკდ) – კრისტიანსტადი (შვდ) 33-25
ჩუპიჩი 7, ბოროზანი 6, დიბიროვი 4 – ნიუფიალი 5
კელცე (პოლ) – რეინ-ნეკარი (გერ) 35-32
ცინდრიჩი, დუიშებაევი 5, აგინაგალდე, ლიევსკი 4 – შმიდი 9, პეტერსონი 6
ბარსა (ესპ) – ვესპრემი (უნგ) 31-28
მორტენსენი 7, მემი 3 – გაიჩი 8, მაცკოვშეკი, შტრლეკი, ნადი 4
მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) – მონპელიე (საფ) 26-23
ჯორჯიჩი, ჯუკიჩი, პოტეკო 4 – პორტი 6, სიმონეტი 4
—
B: პსჟ 4, სკიერნი 4, სეგედი 4, ფლენზბურგი 2, ზაგრები 2, ნანტი 0, ზაპოროჟიე 2, ცელიე 0
ფლენზბურგი (გერ) – ზაგრები (ხორ) 29-31
სვანი 7, როდი 4 – მანდიჩი 8, ჰორვატი 7, შრშენი 6
სკიერნი (დან) – მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 37-33
მიურჰოლი 8, ავგუსტინუსენი, ეგერტი 7 – მალაშინსკასი, პაჩკოვსკი 7
პსჟ (საფ) – ცელიე (სნ) 32-21
ჰანსენი 7, საგოენი 6, აბალო 5, რემილი 4 – ნენადიჩი 6
სეგედი (უნგ) – ნანტი (საფ) 30-28
ბოდო 8, კანელასი, კალმანი, მაკედა 5 – ლაზაროვი 6, ლაგარდი 5
A, B: გამარჯვებულები გადიან მეოთხედფინალში, 2-6 ადგილები – მერვედფინალში
—
C: სპორტინგი 4, პრეშოვი 4, სილკებორგი 2, ბეშიქთაში 2, ჩეხოვი 2, მეტალურგი 0
ჩეხოვკიე მედვედი (რუს) – სპორტინგი (პორ) 22-23
ტატრან-პრეშოვი (სლკ) – სილკებორგი (დან) 26-24
მეტალურგ სკოპიე (მკდ) – ბეშიქთაში (თურ) 22-30
D: ვისლა 4, ლეონი 3, დინამო 2, კოქსი 2, თიუნი 1, ელვერუმი 0
თიუნი (შვც) – რიიჰიმიაენ კოქსი (ფინ) 26-26
ლეონი (ესპ) – დინამო ბუკურეშტი (რუმ) 31-28
ელვერუმი (ნორ) – ვისლა პლოცკი (პოლ) 28-230
C, D: ორ-ორი საუკეთესო ჯვარედინად შეხვდება ერთმანეთს მერვედფინალში გასასვლელად