საფრანგეთმა პორტუგალიასთან წააგო

 

ავსტრიაში, ნორვეგიასა და შვედეთში დაწყებული ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში წაგებით დაიწყო ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა საფრანგეთმა, ვინც პორტუგალიის ნაკრებთან დამარცხდა – 25-28.

ფრანგების მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ მეორე ჯგუფურ ეტაპზე ოთხგუნდიანი ჯგუფიდან მხოლოდ 2 საუკეთესო გადის და ამავე ჯგუფშია მსოფლიოს ბოლო ორი ჩემპიონატის ფინალისტი, ნორვეგია. საფრანგეთ-ნორვეგიის მატჩი 12 იანვარსაა და ფრანგებს მოგებაც ვერ მისცემს ჯგუფიდან გასვლის გარანტიას.

პორტუგალია – საფრანგეთი: https://www.youtube.com/watch?v=HoU1WTB68oo

ეს პირველი 24-გუნდიანი ევროპის ჩემპიონატია და პირველი ეტაპის, ანუ 3 მატჩის შემდეგ ბრძოლას მხოლოდ 12 გუნდი გააგრძელებს, დანარჩენი  კი შინ დაბრუნდება.

დანარჩენი 9 მატჩიდან ყველაზე დაძაბული უკრაინისა და მაკედონიის გამოდგა. მაკედონიელებმა კირილ ლაზაროვის ბოლო წამზე გატანილი გოლით მოიგეს, 26-25.

ლაზაროვის ბაზერი: https://www.youtube.com/watch?v=dQ4DYafexxQ

ევროპის 2018 წლის ჩემპიონმა ესპანეთმა დაამარცხა ლატვია 33-22, ხოლო 2016 წლის ჩემპიონმა გერმანიამ მოუგო ჰოლანდიას 34-23. გაიმარჯვა შეჯიბრების სამივე მასპინძელმა: ავსტრიამ ჩეხეთთან 32-29, შვედეთმა – შვეიცარიასთან 34-21, ნორვეგიამ – ბოსნიასთან 32-26.

5 საუკეთესო გოლი. 10 იანვარი: https://www.youtube.com/watch?v=zWK8OclJx-0

ხორვატიამ დაამარცხა მონტენეგრო 27-21, ბელარუსმა – სერბეთი 35-20, სლოვენიამ – პოლონეთი 26-23. დღეს ბრძოლაში ჩაებმებიან მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი დანია, ისლანდია, უნგრეთი და რუსეთი.

5 სეივი, 9 იანვარი: https://www.youtube.com/watch?v=F8N-a6ygMmE

პირველი ეტაპი 15 იანვარს სრულდება, მეორე რაუნდი 16-22 იანვარს გაიმართება, ხოლო ფინალური ოთხეულის მატჩებს შვედეთის დედაქალაქი სტოკჰოლმი უმასპინძლებს. 24 იანვარს ნახევარფინალია, 26 იანვარს კი – ფინალური მატჩი.

ხელბურთი. ევრო 2020, კაცები. შვედეთი, ავსტრია, ნორვეგია. 9-26 იანვარი

პირველი ჯგუფური ეტაპი. მეორე ეტაპზე გადის 2-2 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით

A ჯგუფი. გრაცი, ავსტრია

9 იანვარი. ბელარუსი – სერბეთი 35-30

კარალეკი 9, სალდაცენკა 10/34 – რადივოევიჩი 6

ხორვატია – მონტენეგრო 27-21

ცინდრიჩი 6 – გრბოვიჩი 6

11 იანვარი. 19:00 ხორვატია – ბელარუსი, 21:15 მონტენეგრო – სერბეთი

13 იანვარი. 21:15 მნტენეგრო – ბელარუსი, 23:30 სერბეთი – ხორვატია

B ჯგუფი. ვენა, ავსტრია

10 იანვარი. ჩეხეთი – ავსტრია 29-32

ჰრსტკა 6 – ბილიკი 12, ბოზოვიჩი 7

მაკედონია – უკრაინა 26-25

ლაზაროვი 8, მანასკოვი 6, მიტრესკი 15/39 – ოსტროუშკო 5

12 იანვარი. 19:00 ჩეხეთი – მაკედონია, 21:15 ავსტრია – უკრაინა

14 იანვარი. 21:15 ავსტრია – მაკედონია, 23:30 უკრანა – ჩეხეთი

C ჯგუფი. ტრონდჰაიმი, ნორვეგია

9 იანვარი. გერმანია – ჰოლანდია 34-23

ჰეფნერი 5, კოლბახერი 5, ვოლფი 12/31 – სმიტსი 7, სტეინსი 6

ესპანეთი – ლატვია 33-22

ფერნანდესი 5, გომესი 4, სოლე 4 – კრიშტოპანსი 7, კუკშა 11/37

11 იანვარი. 19:00 ლატვია – ჰოლანდია, 21:15 ესპანეთი – გერმანია

13 იანვარი. 21:15 ლატვია – გერმანია, 23:30 ჰოლანდია – ესპანეთი

D ჯგუფი. ტრონდჰაიმი, ნორვეგია

10 იანვარი. საფრანგეთი – პორტუგალია 25-28

მემი 5, ნ.კარაბატიჩი 4, ფაბრეგასი 4 – ბრანკინიო 5, გომესი 4

ნორვეგია – ბოსნია 32-26

საგოსენი 12, ოვერბიუ 5 – პრჩე  7

12 იანვარი. 19:00 პორტუგალია- ბოსნია, 21:15 საფრანგეთი – ნორვეგია

14 იანვარი. 21:15 ბოსნია – საფრანგეთი, 23:30 პორტუგალია – ნორვეგია

E ჯგუფი. მალმიო, შვედეთი

11 იანვარი. 19:00 უნგრეთი – რუსეთი, 21:15 დანია – ისლანდია

13 იანვარი. 21:15 ისლანდია – რუსეთი, 23:30 დანია – უნგრეთი

15 იანვარი. 19:15 ისლანდია – უნგრეთი, 23:30 რუსეთი – დანია

F ჯგუფი. გოტენბურგი, შვედეთი

10 იანვარი. სლოვენია – პოლონეთი 26-23

ბლაგოტინშეკი 5, მაცკოვჩეკი 5, ფერლინი 12/34 – მორიტო 8

შვედეთი – შვეიცარია 34-21

ტოლბრინგი 6, ეკდალი 6, პალიჩკა 18/38 – შმიდი 4

12 იანვარი. 19:00 შვეიცარია – პოლონეთი, 21:15 შვედეთი – სლოვენია

14 იანვარი. 21:15 შვეიცარია – სლოვენია, 23:30 პოლონეთი – შვედეთი

მეორე ჯგუფური ეტაპი. 16-22 იანვარი

1 ჯგუფი (A,B,C). ვენა, ავსტრია.

1 ჯგუფი (D,E,F). მალმიო, შვედეთი

ფინალური ოთხეული. სტოკჰოლმი, შვედეთი

24 იანვარი. ნახევარფინალი

25 იანვარი. მატჩები მე-3 და მე-5 ადგილისთვის

26 იანვარი, ფინალი

ჩემპიონი იღებს 2020 ოლიმპიადის პირდაპირ საგზურს

Leave a Reply