საფრანგეთი, დანია, უნგრეთი და შვედეთი ლიდერობენ
მეორე ეტაპი დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატზე, ეგვიპტეში. 24 გუნდი მეოთხედფინალის 8 საგზურისთვის იბრძვის. უდანაკარგოდ, 6 ქულით, სამი გუნდია – საფრანგეთი, დანია და უნგრეთი, თუმცა, მთავარი ბრძოლები ჯერ წინაა.
გუშინ, პირველ ჯგუფში, უნგრეთმა 29-23 დამარცხა ბრაზილია. ესპანეთმა 32-28 მოუგო გერმანიას და 5 ქულით მეორე ადგილზეა, 4 ქულა აქვს პოლონეთს, ვინც დაამარცხა ურუგვაი, 30-16.
ანალოგიური სიტუაციაა მეორე ჯგუფში. ლიდერმა, მსოფლიო ჩემპიონმა დანიამ 32-23 დაამარცხა ყატარი. ხორვატიამ 28-18 მოუგო ბაჰრეინს და 5 ქულით ლიდერს კვალში უდგას. იაპონიასთან მოგების შემდეგ (28-24)4 ქულით მესამეა არგენტინა.
მესამე ჯგუფში პირველი 2 ქულა ჩაიწერა შვეიცარიამ, ვინც 20-18 დაამარცხა ისლანდია. ისლანდიას ამ ტურნირზე ლიდერი, აარონ პალმარსონი აკლია. ალჟირმა 57-ე წუთზე გაუთანაბრა საფრანგეთს (26-26), მაგრამ ფაბრეგასმა და აკვევილომ მაინც მოაგებინეს მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონს, 29-26. ფრანგებს 3 მატჩიდან ქულათა მაქსიმუმი აქვთ. ნორვეგიამ 29-28 მოუგო პორტუგალიას. ორივე გუნდს 4 ქულა დაუგროვდა.
მეოთხე ჯგუფში 4 ქულითაა სლოვენია, რომელმაც იოლად, 31-21 დაამარცხა მაკედონია. 4 ქულა აქვს ეგვიპტესაც. მასპინძლებმა 28-23 მოუგეს რუსეთს. 5 ქულით ლიდერობს შვედეთი. მათ პირველი ტაიმი 11-15 წააგეს ბელარუსთან, ბოლო წუთზე წინ იყვნენ და რიცხვობრივი უპირატესობაც ჰქონდათ, მაგრამ იონსონმა ააცილა, ზედ ბოლო წამზე კი იურინოკმა მარცხენა კუთხიდან გაათანაბრა – 26-26.
დღეს და ხვალ ევრიპტეში მთავარი რაუნდის მე-4 ტურის 12 შეხვედრაა დანიშნული.
ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2021, კაცები. ეგვიპტე, 13-31 იანვარი
მთავარი რაუნდი, 20-21 იანვარი (2-2 საუკეთესო გადის მეოთხედფინალში)
მეოთხედფინალი 27 იანვარს, ნახევარფინალი 29 იანვარს, ფინალი 31 იანვარს
1 ჯგუფი. უნგრეთი 6 ქულა, ესპანეთი 5, პოლონეთი 4, გერმანია 2, ბრაზილია 1, ურუგვაი 0
ურუგვაი – პოლონეთი 16-30
კანსიო 6 – მორიტო 8
უნგრეთი – ბრაზილია 29-23
ბანჰიდი 5, მიკლერი (15 მოგერიება) – ლანგარო 8
ესპანეთი – გერმანია 32-28
ფერნანდესი 6, სოლე 5, ა. დუიშებაევი 5 – კასტენინგი 7, ჰეფნერი 6
23 იან. 18:30 ურუგვაი – ესპანეთი, 21:00 პოლონეთი – უნგრეთი 23:30 გერმანია – ბრაზილია
25 იან. 18:30 ბრაზილია – ურუგვაი, 21:00 ესპანეთი – უნგრეთი, 23:30 პოლონეთი – გერმანია
I ეტაპიდან: გერ-ურუ 43-14, უნგ-ურუ 44-18, უნგ-გერ 29-28, ესპ-ბრა 29-29, ესპ-პოლ 27-26, პოლ-ბრა 33-23
—
2 ჯგუფი. დანია 6 ქულა, ხორვატია 5, არგენტინა 4, ყატარი 2, იაპონია 1, ბაჰრეინი 0
იაპონია – არგენტინა 24-28
იოშინო 6 – პისარო 9
ხორვატია – ბაჰრეინი 28-18
ჰორვატი 8, შეგო (12) – ალსაიადი 6, აჰმედი 6
დანია – ყატარი 32-23
მ. ჰანსენი 8, გიდსელი 6 – მარზო 12
23 იან. 18:30 ყატარი – ბაჰრეინი 21:00 არგენტინა – ხორვატია 23:30 იაპონია – დანია
25 იან. 18:30 ბაჰრეინი – იაპონია 21:00 არგენტინა – ყატარი 23:30 დანია – ხორვატია
I ეტაპიდან: ხორ-იაპ 29-29, ყატ-იაპ 31-29, ხორ-ყატ 26-24, დან-ბჰრ 34-20, არგ-ბჰრ 24-21, დან-არგ 31-20
—
3 ჯგუფი. საფრანგეთი 6, პორტუგალია 4, ნორვეგია 4, ისლანდია 2, შვეიცარია 2, ალჟირი 0
შვეიცარია – ისლანდია 20-18
შმიდი 6, პორტნერი (13) – გუნდმუნდსონი 4, გუსტავსონი (9)
საფრანგეთი – ალჟირი 29-26
ფაბრეგასი 4, მაე 4, ჟერარი (11) – ბერკუსი 7, აიუბი 6
პორტუგალია – ნორვეგია 28-29
მარტინსი 5, პორტელა 5 – საგოსენი 6, იონდალი 5, რაინკინდი 5
22 იან. 18:30 შვეიცარია-პორტუგალია, 21:00 ისლანდია-საფრანგეთი, 23:30 ნორვეგია-ალჟირი
24 იან. 18:30 ალჟირი – შვეიცარია, 21:00 ისლანდია – ნორვეგია, 23:30 პორტუგალია – საფრანგეთი
I ეტაპიდან: საფ-ნორ 28-24, ნორ-შვც 31-25, საფ-შვც 25-24, პორ-ისლ 25-23, ისლ-ალჟ 39-24, პორ-ალჟ 26-19
—
4 ჯგუფი. შვედეთი 5, ეგვიპტე 4, სლოვენია 4, რუსეთი 3, ბელარუსი 2, ჩრდ. მაკედონია 0
მაკედონია – სლოვენია 21-31
ლაზაროვი 5, კუზმანოვსკი 4 – გაიჩი 7, მაცკოვშეკი 5, ლესიაკი (17)
რხფ – ეგვიპტე 23-28
კოსოროტოვი 8 – მამდუ 7, სანადი 6, ელაჰმარი 6
შვედეთი – ბელარუსი 26-26
ვანე 7, იონსონი 6 – იურინოკი 6, ვაილუპაუ 6
22 იან. 18:30 მაკედონია-რხფ 21:00 ეგვიპტე-ბელარუსი, 23:30 სლოვენია-შვედეთი
24 იან. 18:30 ბელარუსი-მაკედონია, 21:00 სლოვენია-ეგვიპტე, 23:30 რხფ-შვედეთი
I ეტაპიდან: შვდ-მკდ 32-20, ეგვ-მკდ 38-19, შვდ-ეგვ 24-23, ბლრ-რხფ 32-32, რხფ-სლნ 31-25, სლნ-ბლრ 29-25
—
პრეზიდენტის თასი, 25-32 ადგილები
ჯგუფი 2. ავსტრია 2 ქულა, ჩილე 2, კორეა 0, მაროკო 0
ჩილე – კორეა 44-33, ავსტრია – მაროკო 36-22
ჯგუფი 1. ტუნისი 2 ქულა, დრ კონგო 2, ანგოლა 0, კაბო ვერდე 0
კაბო ვერდე – ტუნისი 0-10, ანგოლა – დრ კონგო 31-32
27 იანვარს: მატჩები 25-26, 27-28, 29-30, 31-32 ადგილებისთვის