სასკოლო ხელბურთის სემინარები დასრულდა
თელავმა Handball at School პროექტის ფარგლებში სასკოლო ხელბურთის სემინარების დასკვნით დღეებს უმასპინძლა. როგორც მოგეხსენებათ საქართველოს ესტუმრა საერთაშორისო ხელბურთის ფედერაციის წარმომადგენელი ჰელმუტ მარტინი, რომელიც სამ ქალაქს ეწვია (ქუთაისი, თბილისი, თელავი) და სემინარები ჩაატარა სასკოლო ხელბურთის სხვადასხვა მახასიათებლებთან მიმართებაში.
თითოეულ ქალაქში 3-3 დღიანი კურსი ჩატარდა, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა ასკობრივი კატეგორიის ვარჯიშებს ტექნიკურობის, სიმარჯვის, გუნდურობის და სხვა საჭირო ელემენტების ერთობლიობით. პროექტის ფარგლებში D კატეგორიის ლიცენზია 100მდე ფიზიკური აღზრდის პედაგოგმა და მწვრთნელმა მიიღო.
აღნიშნული პროექტი 4 წლიანი სასკოლო ხელბურთის განვითარების გეგმის ნაწილია, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერით და სხვადასხვა ეტაპებისგან შედგება.
მეტი ინფორმაციისთვის თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ გვერდებს ინსტაგრამსა და ფეისბუქზე.