სასკოლო ფესტივალები გრძელდება
საქართველოს მასშტაბით გასულ კვირას მრავალი ფესტივალი გაიმართა, რომელშიც ასობით მოზარდი იყო ჩართული.
თბილისში გამართულ ფესტივალში 20 სკოლის 18 გოგონათა და 14 ვაჟთა გუნდი ღებულობდა მონაწილეობას. 3 ქვეჯგუფისგან დაკომპლექტებული გუნდებიდან გამოვლინდა თითოეული ჯგუფის გამარჯვებული, რომლებიც ქალაქის ჩემპიონს გამოავლენენ აპრილის თვეში. ფინალურ ეტაპში მონაწილეობას მიიღებენ 117, 175 და 55 სკოლები ვაჟთა შორის, ხოლო 140, 175 და 53 სკოლები გოგონათა შორის.
თბილსის გარდა ფესტივალები გაიმართა:
გორი – 6 სკოლა (გამარჯვებული: გოგონები და ვაჟები – 5-ე სკოლა);
რუსთავი – 4 სკოლა (ვაჟები – მზეკაბანი);
ყვარელი – 4 სკოლა (გოგონები და ვაჟები №1 სკოლა);
ფოთი – 6 სკოლა (ვაჟები – 2-ე სკოლა, გოგონები – 5-ე სკოლა);
ზუგდიდი – 6 სკოლა (გოგონები და ვაჟები – 2-ე სკოლა);
სამტრედია – 6 სკოლა (ვაჟები – 3-ე სკოლა, გოგონები – 10-ე სკოლა);
წყალტუბო – 6 სკოლა (ვაჟები – № 1 სკოლა, გოგონები – 3-ე სკოლა);
ქუთაისი – 5 სკოლა (ვაჟები და გოგონები – მე-40-ე სკოლა);
ტყიბული – 3 სკოლა (ვაჟები – № 1 სკოლა, გოგონები 6-ე სკოლა).
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია სასკოლო ხელბურთის პროგრამას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა რაიონებში გაიმართა და კიდევ იგეგმება ფესტივალების ორგანიზება.