სამი ლიდერის სამი მოგება

ხელბურთელთა ეროვნული ჩემპიონატი გაგრძელდა სპორტკომპლექს არენაში, სადაც უმაღლესი ლიგის რვავე გუნდი შეიკრიბა. 6-9 მარტს აქ 16 მატჩი გაიმართება და დასრულდება სამწრიანი რეგულარული პირველობის ორი მესამედი. პირველ დღეს მოწინავე ადგილებზე მყოფმა სამივე გუნდმა მოიგო. 

ლიდერი, ბათუმის შავი ზღვის ბიჭები 20-16 უგებდა პეგასს, ტაიმების მიჯნაზე ზედიზედ 7 გოლი გაუშვა და 20-23 ჩამორჩა, მაგრამ დროულად გამოასწორა სიტუაცია, ჯამში კი შედეგიანობის მხრივ მიმდინარე ჩემპიონატის რეკორდი დამყარდა – ბათუმმა 50-43 მოიგო. 

მეორე ადგილზე მყოფმა ქვეყნის ჩემპიონმა, თელავის იმედმა ტაიმი 19-13 მოუგო სამტრედიას, შესვენების შემდეგ სხვაობა 19 გოლამდე აიყვანა (40-21), მწვრთნელმა მერაბ მეტრეველმა კი თექვსმეტივე ხელბურთელი ათამაშა.

სტუ-ქარიშხალამ მოულოდნელად იოლად დაამარცხა წყალტუბო (36-23), ხოლო ქუთაის-გორის მატჩი დამაინტრიგებლად დაიწყო. მე-7 წუთზე უხეშობისთვის პოლონელი არბიტრებისგან წითელი ბარათი მიიღო ქუთაისელმა სიმონიამ, გორი კი ამ დროს ერთი ბურთით იგებდა და მეტოქეც შეზღუდული ჰყავდა აქტიური დაცვით. მაგრამ, საქმეში ჩაერთო ქუთაისის მეკარე ანდრიაძე, მოედანზე შემოსულმა რუსტამოვმა ზედიზედ გაიტანა 3 გოლი, მან და მერკვილაძემ კი სწრაფი გარღვევებით ძალიან მალე გადაწყვიტეს თამაშის ბედი – ქუთაისმა ტაიმი 22-10 მოიგო, თამაში კი – 48-33

7 მარტს ლიდერთა სამეულის წევრთა მატჩია: 16 საათზე თელავის იმედი ქუთაისს ეთამაშება, ამ დღეების მეორე კულმინაცია კი ბათუმ-თელავის თამაში იქნება, 9 მარტს, 16 საათზე. 

სამი წრის, ანუ 21-21 თამაშის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი საქართველოს 2018 წლის ჩემპიონს ფინალური ოთხეულის ფორმატით გამოავლენს.

ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი და ჩანაწერი:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2017-18. კაცები, უმაღლესი ლიგა

მეორე წრე. საერთო ტური. 11-14 მატჩები. 6-9 მარტი, თბილისი, არენა 2

6 მარტი

BSB ბათუმი – პეგასი 50-43

ბათ: ტორონჯაძე, ცერცვაძე – აბრამიშვილი 13, სტურუა 10, ხაჟომია 7, წივწივაძე 7, გოგოლაძე 7, თევზაძე 3, სურმავა 3, ყაველაშვილი – მწვ: ჭანტურია, მჟავანაძე, ბზეკალავა

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი – ნ. კალანდაძე 16, ლაპიაშვილი 12, კუხალაშვილი 7, ქათამაძე 6, კაკაბაძე 1, შუბითიძე 1, გცაზავა – მწვ: ტ. კალანდაძე, სახვაძე

მსაჯები: კრიშტოფ ალტმარ – მარტონ ჰორვატ (უნგრეთი)

იმედი თელავი – სამტრედია 40-21

თელ: ცინცაძე, ხარაიშვილი – ყორიაული 13, მიქავა 4, ცისკარიშვილი 4, დოლმაზაშვილი 3, ერისთავი 3, იობაშვილი 3, გიორგაძე 2, გულდედავა 2, ბაინაზიშვილი 2, გავაშელიშვილი 1, კორსანტია 1, ალანია 1, აბჟანდაძე 1, ბერაძე – მწვ. მეტრეველი, შარანგია, სამადაშვილი

სამ: შველიძე – ძნელაძე 9, გაგუა 4, ხომერიკი 3, თევზაძე 3, ადამია 1, ნადირაძე 1, ბ. ხელისუფალი, მანაგაძე – მწ: გ. ხელისუფალი, ქავზინაძე

მსაჯები: ინა ჭკუასელი – ნიკოლოზ კევლიშვილი (თბილისი)

სტუ-ქარიშხალა – წყალტუბო 36-23

სტუ: ხანდოლიშვილი, ხიდეშელი – ოსიყმაშვილი 9, მამულაშვილი 7, ჯინჭარაძე 6, ასაბაშვილი 5, ეძგვერაძე 5, გ. კობახიძე 2, გურასპაული 1, თამაზაშვილი 1, ბარკალაია – მწვ. ორჯონიკიძე, ქობელაშვილი

წყ: სილაგაძე 1, აფხაძე, ხაჭაპურიძე –  ჯიმშელეიშვილი 6, მ. გველესიანი 4, ხელაძე 4, გიორგაძე 3, შვანგირაძე 2, ჩაკვეტაძე 1, გელა გველესიანი 1, მეტონიძე 1, კუხალაშვილი, გიორგი გველესიანი, კახაია – მწვ. გოგიძე, ჯანელიძე

მსაჯები: ნიკოლოზ კევლიშვილი – თამაზ კევლიშვილი (თბილისი)

ქუთაისი – გორი 48-33

ქუთ: ანდრიაძე, მაისურაძე – რუსტამოვი 11, გამზარდია 8, ლომიძე 8, მერკვილაძე 6, გრიშიკაშვილი 5, მათნაძე 2, ჭელიძე 2, კბილაშვილი 2, ფერაძე 1, კობახიძე 1, სიმონია 1, გოგალაძე 1 – მწვ: ბოყოჩაძე, ყაველაშვილი, გობეჯიშვილი  

გორ: ვათიაშვილი – გაგლოშვილი 9, ანტონოვიჩი 7, დალაქიშვილი 6, ტიელიძე 4, მჭედლიშვილი 4, ნიაზაშვილი 2, ახალბედაშვილი 1, ზუბიაშვილი, გახოკიძე, მურადაშვილი – მწვ: მამაცაშვილი

მსაჯები: პიოტრ ვოიდირ – ლუკაშ კამროვსკი (პოლონეთი)

დელეგატები: ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი, ლ.მარგიანი, მ. ჩიხლაძე

————————-თ—მ—ფ—წ——-ბ——-ქ

BSB ბათუმი——–11–10—1—0–426-316—21

იმედი თელავი—-11–10—0—1–369-299–20

ქუთაისი————11—8—1—2–406-308–17

პეგასი—————11—6—0—5–416-389–12

გორი—————-11—4—0—7–366-415—8

სტუ-ქარიშხალა—11—3—0—8–327-340—6

წყალტუბო———11—2—0—9–322-427—4

სამტრედია———11—0—0–11–273-411–0

7 მარტი

12:00 BSB ბათუმი – სტუ-ქარიშხალა

14:00 სამტრედია – გორი

16:00 იმედი თელავი – ქუთაისი

18:00 პეგასი – წყალტუბო

8 მარტი

12:00 გორი – BSB ბათუმი

14:00 წყალტუბო – იმედი თელავი

16:00 პეგასი – ქუთაისი

18:00 სამტრედია – სტუ-ქარიშხალა

9 მარტი

12:00 სტუ-ქარიშხალა – ქუთაისი

14:00 პეგასი – სამტრედია

16:00 იმედი თელავი – BSB ბათუმი

18:00 წყალტუბო – გორი

21-23 მარტი: მესამე წრე, აღმოსავლეთის ტური, მე-15-17 მატჩები

28-30 მარტი: მესამე წრე, დასავლეთის ტური, მე-15-17 მატჩები

17-20 აპრილი: მესამე წრე, საერთო ტური, მე-18-21 მატჩები

ფინალური ოთხეული: 8 მაისი: ნახევარფინალი 9 მაისი: ფინალი

Leave a Reply