სააქართველოს ხელბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება  

საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, 2019-20 წლის სეზონი დასრულებულად გამოცხადდა. ქვეყნის ჩემპიონი და პრიზიორები არ გამოვლენილა.  

საქართველოს ექვსივე  ჩემპიონატი (ქალთა და კაცთა უმაღლესი ლიგა, ჭაბუკთა და გოგონათა 2-2 ასაკობრივი ჩემპიონატი) მარტის დასაწყისში შეწყდა პანდემიის გამო. საქართველოს მთავრობას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება დახურულ სივრცეებში სპორტული აქტივობების განახლების შესახებ. სახელბურთო სეზონი არ განახლებულა ევროპის არცერთ ქვეყანაში – სეზონი ყველგან შეწყვეტილად გამოცხადდა და ქვეყნების დიდ უმეტესობაში გამარჯვებულები არ გამოვლენილა.

მომდევნო, 2020-21 წლების სეზონი, განრიგის მიხედვით, სექტემბერში უნდა დაიწყოს, თუ ქვეყანაში ვარჯიშისა და თამაშებისთვის შესაფერისი სიტუაცია იქნება.

Leave a Reply