პირველი ფრე და ძველი ლიდერი

საქართველოს ჩემპიონატზე ხელბურთში თელავის იმედმა 44-35 დაამარცხა გორი, ფრედ ითამაშეს სტუ-ქარიშხალამ და პეგასმა, 30-30, რის შემდეგაც 3 ტურის შემდეგ 6 ქულით ლიდერობს ბათუმის შავი ზღვის ბიჭები, 5 ქულა აქვს სტუ-ქარიშხალას, 4-4 ქუთაისსა და თელავის იმედს.

უმაღლესი ლიგის დებიუტანტს, გორის გუნდს იმედთან დაემატა ახალგაზრდული ნაკრების ხელბურთელი, გიორგი ტიელიძე, რომელმაც პირველი ორი თამაში ტრავმის გამო გამოტოვა.  გორელები 25-ე წუთისთვის 10-15 აგებდნენ, შესვენებაზე ანგარიში 21-12 იყო, შემდეგ გორმა სხვაობა შეამცირა (16-23), მაგრამ ზედიზედ გაექცა გარღვევაში ირაკლი ნარსია, რომელმაც ჯამში 11 გოლი გაიტანა. 10-10 დაუგროვდათ გორელ ზუბიაშვილსა და თელაველ გიორგაძეს, ხოლო გუშინდელი თამაშის გმირმა, მეკარე ცინცაძემ დღეს სხვაგვარად გამოიჩინა თავი – რამდენჯერმე მეტოქის სწრაფი გარღვევა ჩაჭრა და თავად შეუტია – მეკარეს 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. იმედი 4 ქულით მესამე ადგილზეა.

პეგასი თავიდან 3-1 დაწინაურდა სტუ-ქარიშხალასთან, მაგრამ უმალვე ჩამორჩა, ტაიმის ბოლოსკენ კი სხვაობა 8 ბურთი იყო – 10-18 და 16-23 შესვენებაზე. თითქოს უიმედოდ წაგებულ თამაშში პეგასის მწვრთნელმა 16 წლის მარჯვენა გარემარბი გიორგი კუხალაშვილი ჩააბა, რომელმაც 3 ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, პეგასმა კი ახალგაზრდული ნაკრების კიდევ ერთი წევრის, 15 წლის ცხოვრებაძის (11 გოლი) ლიდერობით დევნა წამოიწყო. 45-ე წუთზე სხვაობა 3 გოლი იყო, მალე სტუ-ქარიშხალას ზედიზედ გაუძევეს 2 მოთმაშე და 49-ე წუთზე ბაძაღუამ გაათანაბრა – 25-25. მალე პეგასი წინ გავიდა, 27-25 და 29-27. ფერაძემ და მამულაშვილმა გაათანაბრეს, თუმცა, სტუ-ქარიშხალა ისევ ჩამორჩა და დასრულებამდე 40 წამით ადრე ჯორბენაძემ დააფიქსირა საბოლოო ანგარიში – 30-30. ბოლო შეტევაში ზარნაძეს აუღო მეკარე ხანდოლიშვილმა, რის შემდეგაც ჩემპონატზე პირველი ფრე დაფიქსირდა, ხოლო ლიდერად დარჩა ბათუმის გუნდი, 6 ქულით, სტუ-ქარიშხალას 5 დაუგროვდა.

2017 წლის იანვარში, საქართველოს თასის გაათმაშება გაიმართება. ჩემპიონატი გაგრძელდება თებერვალში – რვავე გუნდი თბილისში შეიკრიბება და პირველ წრეს დაასრულებს. სამწრიანი რეგულარული ტურნირის შემდეგ ოთხი საუკეთესო გუნდი ფინალური ოთხეულის ფორმატით მაისში გამოვლენს საქართველოს ჩემპიონს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2016-17. კაცები, უმაღლესი ლიგა

თბილისი, არენა 1. 20 დეკემბერი

იმედი თელავი-გორი 44-35

იმ: ცინცაძე 1, ხარაიშვილი – ნარსია 11, გიორგაძე 10, ცხვარაშვილი 5, მიქავა 5, ცისკარიშვილი 4, ვალიევი 4, გოგუა 3, აბაშიძე 1,

გორ: ვათიაშვილი, ოქროპირიძე – ზუბიაშვილი 10, გაგლოშვილი 8, ტიელიძე 6, ტარუაშვილი 5, ნიაზაშვილი 3,  მჭედლიშვილი 2, მურადაშვილი 1, იაშვილი

მსაჯები იგორ კოვალჩუკი, ალექსეი კოვალჩუკი (მოლდოვა)

სტუ/ქარიშხალა-პეგასი 30-30

სტუ: ხანდოლიშვილი – მამულაშვილი 8, კობახიძე 5, სტურუა 4, არსენაშვილი 4, ბულბულაშვილი 4, ჯორბენაძე 3, გ. ფერაძე 2, ზ. ფერაძე

პეგ: ი. დიხამინჯია – ცხოვრებაძე 11, ლაპიაშვილი 5, ზარნაძე 4, გოგავა 3, კუხალაშვილი 3, გ. დიხამინჯია 2, ბაძაღუა 2, კაჭკაჭაშვილი

მსაჯები ელენე არაბული, ინა ჭკუასელი

ტექნიკური დელეგატი ლევან გელაშვილი

———————–თ–მ—ფ–წ——ბ—–ქ

BSB ბათუმი———-3—3—0—0—134-84–6

სტუ-ქარიშხალა—–3—2—1—0—98-86—5

იმედი თელავი——3—2—0—1–103-87—4

ქუთაისი————-3—2—0—1—108-97–4

პეგასი—————-3—1—1—1–113-107–3

სამტრედია———-3—1—0—2–110-111–2

გორი—————–3—0—0—3–109-143–0

წყალტუბო———-3—0—0—3—-97-157–0

19 დეკ. გორი-სტუ/ქარიშხალა 35-43, იმედი თელავი-პეგასი 38-27

18 დეკ. სტუ/ქარიშხალა-იმედი თელავი 25-21, პეგასი – გორი 56-39

15-17 დეკემბერი, ზესტაფონი

15 დეკ. წყალტუბო – ბათუმი 24-56, ქუთაისი – სამტრედია 29-28

16 დეკ. ბათუმი – ქუთაისი 34-30, სამტრედია – წყალტუბო 52-38

17 დეკ. ქუთაისი – წყალტუბო 49-35, ბათუმი – სამტრედია 44-30

Leave a Reply